აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინის მეორე დოზა მიიღო.
მისი თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლის საკუთარ გეგმას ორ დღეში წარადგენს.
არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და ხელები დაიბანონ ხშირად.
ბაიდენი დარწმუნებულია, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში კორონავირუსისგან 50 მილიონი ამერიკელი აიცრება.
ჯო ბაიდენმა “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა 2020 წლის დეკემბერში მიიღო.