ჯო ბაიდენი აშშ-ში ე.წ. ნიღბის რეჟიმის დაწესებას გეგმავს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების დაწესება აქვს გადაწყვეტილი.

ამის შესახებ Fox News-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, პოლიტიკოსი უახლოეს დღეებში დაუკავშირდება დიდი ქალაქების გუბერნატორებსა და მერებს, რომ მათ ე.წ.ნიღბის რეჟიმის დაწესება დაავალოს. იმ შემთხვევაში, თუ გუბერნატორი უარს იტყვის, ბაიდენი შტატების მერებს მიმართავს და მათ სთხოვს ამის გაკეთებას.

აღინიშნება, რომ, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ყველა შტატსა და ოლქს აქვს უფლებაზ საკუთარი შეზღუდვები დააწესოს. ვაშინგტონს მათი დაწესება ინდივიდურად არ შეუძლია.

6 ნოემბერს აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 121 888 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები