ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში საკმაოდ კარგი დინამიკაა, თბილისში გვაქვს ვირუსის საგრძნობლად მომატებული რაოდენობა, რაც საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდვითარების თვალსაზრისით, აჭარაში კარგი დინამიკაა შენარჩუნებული.

მისივე თქმით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საყურადღებოა.

“აჭარაში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ იქ მომდევნო ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში საგრძნობლად კარგი შედეგები გვექნება. კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება. უკვე დედაქალაქში გვაქვს ვირუსის საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა, ამიტომ, თბილისის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები