თენგიზ ცერცვაძე: პრემიერთან გადადგომაზე საუბარი არ მქონია, ვრჩები და საქმიანობას ვაგრძელებ
“თქვენ არ გაქვთ არანაირი არგუმენტი, მე ერთხელ მაინც სადმე მეთქვას, რომ ვაპირებ თანამდებობიდან გადადგომას”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცერცვაძის თქმით, ის თანამდებობაზე რჩება.
“მე არ მითქვამს, რომ გადადგომას ვაპირებდი, ეს გაავრცელა ზოგიერთმა ტელევიზიამ. თქვენ არ გაქვთ არანაირი არგუმენტი, რომ მე ერთხელ მაინც სადმე მეთქვას, ვაპირებ გადადგომას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ მე ეს არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი – რა სჯობდა, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა თუ გადავმდგარიყავი. ყველა ადამიანს შეიძლება, დაუდგეს ისეთი მომენტი, რომ დაფიქრდეს – ხომ არ სჯობს, რომ გადადგეს. მიზეზებზე კომენტარის გაკეთება და საუბარი რომ მდომოდა, ვისაუბრებდი. დავრჩი და ვრჩები თანამდებობაზე. პრემიერთან ამაზე საუბარი არ მქონია”, – განაცხადა ცერცვაძემ.