მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა, 57 თბილისში

“კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ყველაზე მეტი – 360 პაციენტი – ისევ აჭარაში ფიქსირდება, თბილისში ოდნავ შემცირდა და 57 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 11, ქვემო ქართლსა და კახეთში არის ექვს-ექვსი ახალი შემთხვევა, გურიაში – ხუთი, მცხეთა-მთიანეთში -სამი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები