„ჩვენ დავიცავთ პოლიციის ოფიცრებს; ის პირები, ვინც მათ ფიზიკურად თავს დაესხმებიან, ფედერალურ დონეზე გასამართლდებიან” – აშშ-ის გენპროკურორი

„ჩვენ დავიცავთ პოლიციის ოფიცრებს. ის პირები, ვინც მათ ფიზიკურად თავს დაესხმებიან, ფედერალურ დონეზე გასამართლდებიან. ჩვენ მათ გავასამართლებთ და ხუთ წლამდე პატიმრობას მივუსჯით”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, პემ ბონდი აცხადებს, რითაც ლოს-ანჯელესის ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს აფრთხილებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმის ცხრა შემთხვევაზეა საქმე აღძრული.

„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შემთხვევებზე აღძრულია საქმეები. ჩვენ ასევე გავასამართლებთ მაროდიორებს, რომლებიც მაღაზიებსა და აფთიაქებში შეიჭრნენ. მათ ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღარ მოვითმენთ, რომ ჩვენ ოფიცრებს ვინმემ შეაფურთხოს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „თუკი თქვენ შეაფურთხებთ, ჩვენ დაგარტყამთ“. ასე რომ, მოემზადეთ. ოფიცრის შეფურთხებაც ციხეში ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ნიღბიანი პირი, რომელიც ქვებს ესროდა პოლიციის მანქანას, და ვის გამოც დაშავდა ოფიცერი, უკვე იდენტიფიცირებულია. შეგიძლიათ გაიქცეთ, თუმცა ვერ დაგვემალებით“, – ამბობს ბონდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები