აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი ქვედანაყოფები სრულ უპირატესობას ფლობენ

“სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ აზერბაიჯანის არმიის 3 ტანკი, 2 ვერტმფრენი და 3 უპილოტო საჰაერო ხომალდი გაანადგურეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია”,- ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

“გაცნობებთ, რომ ჩვენი ქვედანაყოფები მტრის წინააღმდეგ ფრონტზე სრულ უპირატესობას ფლობენ”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ აზერბაიჯანული მხარე სომხეთის მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმის და აზერბაიჯანი, სამხედრო ოპერაციების დროს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დებულებებს იცავს.

“სომხეთის არმია ცხელ წერტილებს დასახლებების შიგნით და მის მახლობლად განზრახ ანთავსებს.

აზერბაიჯანის არმია მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო ობიექტებისგან თავი შორს დაიჭირონ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: report.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები