სკოტ ბესენტი: აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ,- ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძელს. შვეიცარიის მთავრობა ძალიან კეთილად იყო განწყობილი ჩვენ მიმართ და ვფიქრობ, ამან განაპირობა ის, რაც ჩვენ ვნახეთ. დეტალებს შემდეგ გავასაჯაროებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო. გუშინ ღამით ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ის სრულად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ”,- აღნიშნულია ბესენტის განცხადებაში.