სომხეთში რუსეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

რუსეთში მცხოვრები და მომუშავე, სომხეთის მოქალაქეები ერევანში, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ და მმართველი ფრაქციის – “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხთან დაკავშირებით.

აქციის ერთერთი მონაწილის თქმით, მათ სურთ, ვიცოდეთ, როდემდე გაგრძელდება კარანტინი, რომ მიხვდნენ, როგორ იცხოვრონ მომავლში.

მისივე თქმით, შეკრებილები რეალურ სოციალურ პრობლემებს აწყდებიან და რუსეთში სამსახურის გარეშე დიდხანს ვერ შეინახავენ ოჯახებს.

მანამდე, ანალოგიური აქცია სომხეთის მთავრობის შენობასთან გაიმართა, რომლის მონაწილეებმა რუსეთთან საზღვრის გახსნა მოითხოვეს.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 სექტემბრამდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები