როგორ გააკოტრა „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე – ვიდეოინტერვიუ „მაგნატის“ ყოფილ მფლობელთან

კომპანია “მაგნატის” ყოფილი მფლობელის, ჯემალ ლეონიძის განცხადებით, „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძისა და ვახტანგ ბუცხრიკის სახით, დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა და მისი პატიმრობაც პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული.
ყოფილი ბიზნესმენის თქმით, 2008 წლის ბოლოს “თიბისი ბანკმა” კომპანია “მაგნატისგან” საბრუნავი თანხების უკან დაბრუნება მოითხოვა. ლეონიძე აცხადებს, რომ თანხა დააბრუნა, მაგრამ უსახსროდ დარჩა. მისივე განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ შეუთვალა, რომ კომპანია „მაგნატში“ წილის ყიდვა სურდა. ჯემალ ლეონიძის გაკოტრების, მისი დაპატიმრებისა და თაღლითური სქემის შესახებ, ყოფილმა ბიზნესმენმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ვიდეოინტერვიუში ისაუბრა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 მაისს, სასამართლომ და პროკურატურამ ერთხმად აღიარეს, რომ ლეონიძეს „თიბისი ბანკმა” დიდძალი მატერიალური ზარალი მიაყენა და მისი პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები