სომხეთში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ფაშინიანი ტემპების შემცირებაზე საუბრობს
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 38 196 დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, გარდაცვლილთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და 728 შეადგინა.
განკურნებულთა რიცხვი 28 366 შეადგენს.
როგორც დღეს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მაჩვენებელი მცირდება, სექტემბრისთვის კი კრიზისი უნდა გადალახონ.
მან მოსახლეობას ისევ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, ასევე, თქვა, რომ ტურისტული სეოზნის დასრულებამდე სომხეთი საერთაშორისო ფრენებს არ განაახლებს.
“ერთი მხრივ, ეს კარგია, რომ ხალხს შეეძლება საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის აღმოჩენა, მეორე მხრივ კი, სამართალდამცველებმა უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, რომ დასვენების ადგილებშიც იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ნორმები. უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანაში დაავადების შემთხვევები კრიტიკული არ იყოს”, – თქვა ფაშინიანმა.