დაბა კოჯორში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გასართობი ღონისძიება „ექსტრემ(რ)ალი” გაიმართა, რომელიც ა(ა)იპ „შენთვის, ანუ ყველასთვის“ ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ექსტრემალური სპორტის, ტურიზმის განვითარების მიმართულებით ოფროუდის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების მიმართ მოტივაციის ამაღლებას ისახავდა.
ღონისძიების ფარგლებში, დაბა კოჯორში, სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, კვადროციკლებით შეჯიბრი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილე ერთმანეთს სწრაფ რბოლაში ეჯიბრებოდა. რალს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კრივში, სპარტაკ ლაზარაშვილი და ცნობილი სპორტული კომენტატორი, დავით ფრანგიშვილი ხელმძღვანლობდნენ. საღამოს წამყვანი, გიორგი მეგრელიშვილი კი მოწვეულ და ადგილობრივ სტუმრებთან ერთად შეჯიბრს ცენტრალურ პარკში პირდაპირი ტრანსლაციით, ლედ ეკრანის საშუალებით გულშემატკივრობდა.
ექსტრემალურ შეჯიბრში, გამარჯვებული გამოვლინდა, რომელსაც საჩუქრად სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცა. პირველ ადგილზე ლუკა ქოროღლიშვილი და მოხალისე დიტო შონია გავიდნენ. ღონისძიების დასასრულ, დამსწრე საზოგადოებას DJ სანიმ და მოტოსპორტის მოყვარულებმა შთამბეჭდავი შოუ წარუდგენეს.
პროექტის პარტნიორია პირველი ქართული გამაგრილებელი სასმელი – „კაი“ და ექსტრემალური სპორტის ფედერაცია.