ირანში კორონავირუსს ერთ დღეში 147 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში კორონვირუსით გასულ დღე–ღამის განმავლობაში 147 გარდაიცვალა, ჯამურად, ქვეყანაში 1135 ლეტალური შემთხვევაა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ალი რეზა რაისის ინფორმაციით, დაავადებულია 17 361 მოქალაქე.
გუშინ კი 1192 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მისივე თქმით, 5710 პაციენტი განიკურნა.