ამერიკელი ინფექციონისტი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსისთვის მზად არ არის – ქვეყანაში 1663 დადასტურებული შემთხვევაა
აშშ–ში კორონავირუსის 1663 დადასტურებული შემთხვევაა, – განაცხადეს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, რომელიც აღრიცხვას აწარმოებს.
ამასთან, როგორც აშშ–ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ეპიდემიისთვის მზად არ არის.
12 მარტს ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპისთვის ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა, თუმცა დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა – ნენსი პელოსიმ და ჩაკ შუმერმა ტრამპი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მას არაფერი უთქვამს იმის შესხებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენი ტესტების ნაკლებობაა.