არჩილ გორდულაძე ფიშერის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ხელისუფლებაც იმართება „დიფ სთეითისგან“
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ხელისუფლებაც იმართება „დიფ სთეითისგან“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები ვამბობთ, რომ „დიფ სთეითი“ არის უდიდესი ძალის და გავლენების მქონე, არამედ ამ ყველაფერს საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. გამოდის, რომ გერმანიის ელჩი უპირისპირდება არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ეს რომელ დიპლომატიაში ზის, სჯობს, საკუთარ თავს დაუსვას კითხვა. ამ ყველაფერზე პასუხი ქართველ ხალხს აქვს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ხელისუფლებაც იმართება „დიფ სთეითისგან“, აქვს უდიდესი გავლენა, სწორედ ამის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაზე უდიდესი წნეხი მიმდინარეობს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.