„ლიბერთი ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა
თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
როგორც „ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის, ჯერ უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, კითხავენ ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.