საზოგადოება „ქართული“: 9 აპრილს ქართველ ხალხს ბატონის შესაცვლელად არ უბრძოლია

„9 აპრილს ქართველ ხალხს ბატონის შესაცვლელად არ უბრძოლია“, – ამის შესახებ, საზოგადოება “ქართულის” მიერ გავრცელებულ წერილში წერია.

როგორც წერილშია აღნიშნული, 9 აპრილი ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის სიმბოლოა.

” ერთი მხრივ,1989 წლის ტრაგედია, როცა საბჭოთა ჯარმა რუსთაველზე სისხლში ჩაახშო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მეორე მხრივ, 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც უზენაესმა საბჭოს მიიღო.

დღევანდელობის გადასახედიდან 1989 წლის 9 აპრილმა, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, გადამწყვეტი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმეში. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმი 9 აპრილს დაწყებული პროცესების ლოგიკური შედეგი იყო, რაც იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით დაგვირგვინდა.

სწორედ ეს რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის აქტი წარმოადგენს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ტერიტორიული ერთიანობის საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს, რადგან რეფერენდუმი ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი) და მონაწილეთა 98,08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

საზოგადოებას შევახსენოთ, რომ რეფერენდუმი მხოლოდ ერთ კითხვას შეიცავდა: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. ეროვნული სუვერენიტეტი და არა ბატონის შეცვლა იყო, არის და იქნება მომავალშიც ქართველი ხალხის ურყევი ნება, სრულად და შეუზღუდავად განახორციელოს საკუთარი ინტერესები და მართოს საკუთარი ქვეყანა.
ურიგო არ იქნება ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს გარედან იმართება და ქართველი ერის ინტერესებს, საერთაშორისო გლობალური ომის პარტიის ერთგულებაზე ცვლის.

შევახსენებთ წმინდა წიგნის შეგონებასაც: „არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა, რადგან ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც“. უსამშობლო, მსოფლიო მოქალაქის პროექტში მონაწილეებისთვის ყველაფერი მისაღებია გარდა „ვიწრო“ ეროვნული ინტერესებისა, რადგან იგი ეწინააღმდეგება მსოფლიო დემოკრატიისა და პიროვნების „უსაზღვრო თავისუფლების“ მომხიბვლელ ნეოლიბერალურ „ვოუქურ“, რადიკალურ იდეალებს. ისტორიული პარალელით გასული საუკუნის დასაწყისში ასევე ეწინააღმდეგებოდა ილიასეული „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, მაშინ მოდურ სოციალ-დემოკრატიული ინტერნაციონალის საყოველთაო რევოლუციების კლასობრივ დოქტრინას.

ფაქტია, რომ ისტორია მეორდება, მაგრამ იმ გარდაუვალი პირობით, რომ ერთხელ იგი ტრაგედიად გვევლინება, მეორედ კი ფარსად. 1921 წელს მაშინდელმა გლობალისტ კომუნისტებმა, დასავლეთის გარკვეული წრეებთან გარიგებით, მოახერხეს საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობა და ანექსია. 1991-1992 წლებში, გარე ძალებმა, ქართული საზოგადოების მიამიტობის ხარჯზე შეძლეს და დაამხეს ქართველი ხალხის არჩეული ეროვნული ხელისუფლება. დღეს კი, ნეოლიბერალური „დიფ სთეითი“ იგივე მიზნის მიღწევას და ეროვნული სახელმწიფოს მიტაცებას გარედან მართული აგენტურით ცდილობს.

ზოგადად, იდეები მართავენ მსოფლიოს, მაგრამ ისინი რეალური მიზეზების გადასაფარადაც გამოიყენება. 9 აპრილის შემდეგ საკუთარ თავზე გამოცდილი ტრაგედიებით, სამოქალაქო ომით, სეპარატისტული რეგიონების განდგომით, ომებით რუსეთთან ქართველი საზოგადოება უკვე ფხიზლად აფასებს მოვლენებს. იგი კარგად ხედავს, რომ მომხიბვლელი თეორიების უკან გლობალისტური ძალებისა თუ ცალკეული ქვეყნების ზედმეტად პრაგმატული ინტერესები იფუთება. საუკუნის წინ აღორძინებული რუსული იმპერიისთვის თუ კომუნიზმი გახდა საკუთარი მისწრაფებების რეალიზების საფარველი, დღეს, რუსული იმპერიალიზმის ვითომ შეკავების დოქტრინით, დასავლური „დიფ სთეითი“ ოსტატურად ფუთავს თავის მიზანს, მუდმივი ცეცხლის რკალში გახვიოს რუსეთი და ამაში ჩვენისთანა პატარა ქვეყანა, მხოლოდ ამ ცეცხლში შესაკეთებელ შეშად გამოიყენოს.

„თქვენ სამი მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენ. შემდეგ შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო“, ასეთი იყო ერთ-ერთი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ელჩის „სტრატეგიული“ რჩევა სახელმწიფოსთვის, რომელსაც არც ნატოს ქოლგა იცავს, ქვეყნის 20 % ოკუპირებულია და რუსული ჯარები დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგანან.
ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების პრაგმატული სახელმწიფოებრივი ინტერესები კი, ამორალურობის მიუხედავად, გასაგებია, რადგან მეორე ფრონტის კავკასიაში გაჩაღება მათ ქვეყნებს შესაძლო რუსული აგრესიისგან დაიცავს. ეს არის მათი ზღვარგადასული აქტიურობის მიზეზი და არა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი გულშემატკივრობა. ურიგო არ იქნებოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა მათგან ისწავლონ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა.

დღეს ჩვენ, უდავოდ, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან ომია რეგიონში: უკრაინა-რუსეთს, ახლო აღმოსავლეთში – ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის; დაძაბულობაა თურქეთში, სირიასა და ერაყში. ომის საშიშროება დღითი დღე იზრდება სამეზობლოში, ირანსა და დასავლეთს შორის. ასეთ პირობებში, ქვეყანას არ აქვს ფუფუნების უფლება, ლოიალური იყოს გარედან თავმოხვეული ათასი ჯურის ანტიეროვნული იდეოლოგიებისა და ჩარევების მიმართ. ეს საუკუნის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვად დაგვიჯდა.
ამიტომ, დღეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა გვავალდებულებს მტკიცედ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი. მით უფრო პირობებში, როცა გლობალურადაც ეროვნული ინტერესების დაცვა მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ტენდენცია გახდა. საომრად გამზადებულ რომელიმე ბანაკს მიკედლება და სხვების ინტერესებით ხელმძღვანელობა გარდაუვლად გამოიწვევს ქართული სახელმწიფოებრიობის მორიგ განადგურებას.

არ იქნება სუვერენიტეტი არ იქნება სამშვიდობოს გასვლა, ესაა დღევანდელი დღის მკაცრი დილემა. ეროვნული ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ბრძოლაში კი გადამწყვეტი ქართველი ხალხის, საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობაა. მხოლოდ ერთიანი ეროვნული პოზიცია შეიძლება გახდეს გლობალური ომების ეპოქაში ქვეყნის გადარჩენის საფუძველი.

„ეროვნული სუვერენიტეტი და არა ბატონის შეცვლა იყო, არის და იქნება მომავალშიც ქართველი ხალხის ურყევი ნება, სრულად და შუზღუდავად განახორციელოს საკუთარი ინტერესები და მართოს საკუთარი ქვეყანა”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის” მიერ გავრცელებულ წერილში წერია.

“ურიგო არ იქნება, ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს გარედან იმართება და ქართველი ერის ინტრესებს საერთაშორისო გლობალური ომის პარტიის ერთგულებაზე ცვლის

წერილში ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ელჩის განცხადებაცაა აღნიშნული, რომელიც პარტიზანულ მოძრაობაში ჩაბმასაც კი ურჩევდა ქართველებს:

„თქვენ სამი მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენ. შემდეგ შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო“, ასეთი იყო ერთ- ერთი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ელჩის „სტრატეგიული“ რჩევა სახელმწიფოსთვის, რომელსაც არც ნატოს ქოლგა იცავს, ქვეყნის 20 % ოკუპირებულია და რუსული ჯარები დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგანან.

ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების პრაგმატული სახელმწიფოებრივი ინტერესები კი, ამორალურობის მიუხედავად, გასაგებია, რადგან მეორე ფრონტის კავკასიაში გაჩაღება მათ ქვეყნებს შესაძლო რუსული აგრესიისგან დაიცავს. ეს არის მათი ზღვარგადასული აქტიურობის მიზეზი და არა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი გულშემატკივრობა. ურიგო არ იქნებოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა მათგან ისწავლონ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა.”

საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ქვეყანა გარედან თავსმოხვეული ანტიეროვნული იდეოლოგიის მიმართ ლოიალური ვერ იქნება.

„დღეს ჩვენ, უდავოდ, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან ომია რეგიონში: უკრაინა-რუსეთს, ახლო აღმოსავლეთში – ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის; დაძაბულობაა თურქეთში, სირიასა და ერაყში. ომის საშიშროება დღითი დღე იზრდება სამეზობლოში, ირანსა და დასავლეთს შორის. ასეთ პირობებში, ქვეყანას არ აქვს ფუფუნების უფლება, ლოიალური იყოს გარედან თავმოხვეული ათასი ჯურის ანტიეროვნული იდეოლოგიებისა და ჩარევების მიმართ. ეს საუკუნის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვად დაგვიჯდა.

ამიტომ, დღეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა გვავალდებულებს მტკიცედ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი. მით უფრო პირობებში, როცა გლობალურადაც ეროვნული ინტერესების დაცვა მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ტენდენცია გახდა. საომრად გამზადებულ რომელიმე ბანაკს მიკედლება და სხვების ინტერესებით ხელმძღვანელობა გარდაუვლად გამოიწვევს ქართული სახელმწიფოებრიობის მორიგ განადგურებას.

არ იქნება სუვერენიტეტი არ იქნება სამშვიდობოს გასვლა, ესაა დღევანდელი დღის მკაცრი დილემა. ეროვნული ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ბრძოლაში კი გადამწყვეტი ქართველი ხალხის, საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობაა. მხოლოდ ერთიანი ეროვნული პოზიცია შეიძლება გახდეს გლობალური ომების ეპოქაში ქვეყნის გადარჩენის საფუძველი” – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები