ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას
,,საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – წერს უწყება.