იტალიის პრემიერ-მინისტრი ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპს შეხვდება
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მომავალ კვირას ვაშინგტონს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატარიფო მოლაპარაკებებისთვის ეწვევა.
მელონიმ იტალიელი ბიზნეს ლიდერების შეხვედრაზე თქვა, რომ იგი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას „ნული-ნულზე“ ტარიფების შეთანხმების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს სავაჭრო ომი.
„ეს არის მოლაპარაკება, რომელშიც ყველა ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული ყველა დონეზე. მე ვიქნები ვაშინგტონში 17 აპრილს. ვფიქრობ, ტარიფები არის აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. დასავლური ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასეთი მძიმე პროტექციონისტული პოლიტიკა კი საბოლოოდ დააზარალებს როგორც ევროპას, ისე აშშ-ს“,- განაცხადა მელონიმ.
როგორც მედია იუწყება, ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, თავიდან აიცილონ სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ რაც ტრამპმა თქვა, რომ ბლოკიდან თითქმის ყველა იმპორტზე 20%-იან ტარიფს დააწესებს.