“დღეს სიმბოლური დღეა და ამ დღეს ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, ვიყოთ ერთიანი, მაგრამ ვხედავთ, რომ გარედან დავალებამიღებულმა ადამიანებმა დააორგანიზეს ისეთი მოძრაობა, სადაც მიაცილეს მიაცილეს უცხოური ელჩები, კორიდორი გაუხსნეს” – გორდულაძე

„9 აპრილი როგორც არის ტრაგედიის, ამავდროულად არის ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლო, ერთიანობისა, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აღიმაღლა უცხოური ძალის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ და დავალების მიცემის წინააღმდეგ და პირველად გამოაცხადა, რომ დამოუკიდებლობა გვსურს, რასაც რამდენიმე წელიწადში მოჰყვა დამოუკიდებლობის გამოცხადება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

“დღეს სიმბოლური დღეა და ამ დღეს ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ ვიყოთ ერთიანი, მაგრამ ვხედავთ, რომ ისევ და ისევ, გარედან დავალება მიღებულმა ადამიანებმა, მათ შორის რუსმა ბანმა – ბურჭულაძემ დააორგანიზა ისეთი მოძრაობა, სადაც მიაცილეს მიაცილეს უცხოური ელჩები, კორიდორი გაუხსნეს, ხოლო ახლა სურთ რომ პროვოკაციები მოაწყონ,. ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა და მართულმა ადამიანებმა პროვოკაციები მოაწყონ საქართველოს წინააღმდეგ. უცხო ძალას ჩვენს ქვეყანაში სურს ქართველი ხალხი ერთმანეთს გადაკიდოს და ჩვენს ქვეყანაში უბედურება დატრიალდეს. ჩვენ უბედურებები დავამთავრეთ და ქართველ ხალხთან ერთად „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ ჩვენს შვილებს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა დაუტოვოს “, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები