„9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას; ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავი დადეს” – კონსტანტინე ზარნაძე

„9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადეს”, – ამის შესახებ 9 აპრილის მემორიალთან მისულმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ ისაუბრა.

“როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია”, – ამის შესახებ 9 აპრილის მემორიალთან მისულმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.

„9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადეს. მე, როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს ეს ადამიანები რას აკეთებენ აქ, სახეში იფურთხებოდნენ, მარტო ვარ მოსული ამდენ კაცთან, რამდენი ადამიანია შეხედეთ და მარტო მოვედი ყვავილებით ხელში და ასე იქცევიან. ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არ არის, ეს ამ ადამიანების შეურაცხყოფაა, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ზარნაძემ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება გლდანის რაიონის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები