სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე შალვა თ. დააკავეს.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ, საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები