ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ, ოღონდ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ შანტაჟით ელაპარაკოს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებს გასაპროტესტებელი რეალურად არაფერი აქვთ, რადგან საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.

“ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ბუნებრივია, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და ყველას აქვს აქციაზე შეკრების თავისუფლება.

არც ოპოზიციას, არც სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილს, ვინც არის “ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით და არც ტელევიზიების იმ ნაწილს, რომლებიც ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან, ქვეყანაში ქაოსის და არეულობის შემოტანის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ.

მათი ნებაა რას და როგორ გააპროტესტებენ, თუმცა გასაპროტესტებელი არაფერია, რადგან რეალურად ქართულმა სახელმწიფომ, ქართველი ხალხის სახელით დააფიქსირა მყარი პოზიცია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ, ოღონდ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ შანტაჟით ელაპარაკოს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები