საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები