თბილისში, გაგარინის აღმართზე, რესტორან „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ნარგავებს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ფოტო, ვიდეო: radio fortuna