“უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ პრობლემები შეექმნას უკრაინა-საქართველოს ურთი­ერთობას, ეს ეხება სააკაშვილსაც”

“ცალკეული პოლიტიკოსები ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენენ”, – ამის შესახებ უკრაინელი პოლიტოლოგი, ვიაჩესლავ­ ფესენკო გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ პრობლემები შეექმნას უკრაინა-საქართველოს ურთი­ერთობას.
მისი თქმით, ეს ეხება სააკაშვილსაც.
“ცალკეული პოლიტიკოსები ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ორივე ქვეყანას გვაქვს ევროკავშირთან საერთო ინტერესები. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ პრობლემები შეექმნას უკრაინა-საქართველოს ურთი­ერთობას, ეს ეხება სააკაშვილსაც. მას ჰყავს მეგობრები ზელენსკის გარმოცვაში, მაგრამ ზელენსკის გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს შეუძლია, ძალიან რთული მოკავშირე იყოს – ის შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია, ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს”, – აცხადებს ფესენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები