ტექდათვალიერების ცენტრების თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური დამატებით განცხადებას ავრცელებს

ტექდათვალიერების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური დამატებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს.
საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.
„საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა. პირველადი ტექნიკური ინსპექტირების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლისა და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს გულგრილობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები