პილოტს, რომელიც სასტუმროში მთვრალი და შიშველი სეირნობდა ფრენის უფლება ჩამოართვეს

ავიაკომპანია EasyJet-მა, ერთ-ერთ კაპიტანს ფრენის უფლება დროებით ჩამოართვა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება სიმთვრალეს უკავშირდება.

“ბიბისი”, The Sun-ზე დაყრდნობით წერს, რომ პილოტი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 5 აგვისტოს, გამთენიისას, კაბო-ვერდეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ტერიტორიაზე, საჯარო ადგილებში მთვრალი და შიშველი შენიშნეს.

პილოტი 36 საათზე მეტი ხნის შემდეგ გეტვიკში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ, დროებით, ფრენის უფლება ჩამოერთვა, რადგან ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივრები მიიღო.

EasyJet-ის წარმომადგენელმა “ბიბისის” განუცხადა, რომ პილოტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები