სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება გაიზიარა
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“, საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება გაიზიარა, მედია სივრცეში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე, – ამის შესახებ ინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის უზრუნველსაყოფად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“ მაუწყებლის შიდა რეგულაციების გასაუმჯობესებლად, შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი „გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და მაუწყებლის როლი სიძულვილის ენის პრევენციაში“. ამავდროულად, აღნიშნული წინადადების საფუძველზე, მედია საშუალების თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ სიძულვილის ენის იდენტიფიკაციისა და პრევენციის შესახებ.