ბექა ძამაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე: ევროპელ მოსამართლეებს ჰქონდათ შეკითხვა გამოძიების მიმდინარეობაზე, ტემპებზე და მთლიანად მასშტაბზე
,,როდესაც 20-21 ივნისის საქმეზე დიდ პალატაში ზეპირი მოსმენა გაიმართა, მოსამართლეებს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზედაც ჰქონდათ შეკითხვები, იყო ადამიანები, რომლებმაც დაზიანება მიიღეს, მათთან დაკავშირებით გამოძიება რამდენად ეფექტიანად ხორციელდება, რამდენად ხდება იდენტიფიცირება იმ პირების, ვის გამოც ეს ზიანი მიიღეს”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, 20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელ მოსამართლეებს ჰქონდათ შეკითხვა გამოძიების მიმდინარეობაზე, ტემპებზე და მთლიანად მასშტაბზე.
„აქ საუბარია ამ ოპერაციის დაგეგმვაზე, ხელმძღვანელებზე, ვინც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ევროპელ მოსამართლეებს ჰქონდათ შეკითხვა გამოძიების მიმდინარეობაზე, გამოძიების ტემპებზე და მთლიანად მასშტაბზე. როდესაც გამოძიება შედეგებს დადებს, ეს შედეგები აუცილებლად უნდა ეცნობოს ევროპული სასამართლოს დიდ პალატას, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაში გაითვალისწინებს ამ გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.