ნინო წილოსანი: იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი თავისუფლებას გულისხმობდეს, კიდევ უფრო მკაცრად აკონტროლებს სწორედ სიტყვის თავისუფლებას და ადამიანების განსხვავებულ მოსაზრებას

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი თავისუფლებას გულისხმობდეს, კიდევ უფრო მკაცრად აკონტროლებს სწორედ სიტყვის თავისუფლებას და ადამიანების განსხვავებულ მოსაზრებას.

„ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა იმის გამო, რომ გვინდოდა ჩვენი იდენტობის დაცვა, არასდროს გვიღალატია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებდნენ და თავს გვესხმოდნენ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ამ ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები