აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა, პუტინი ზეწოლას გრძნობს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხში „თამაშის წესები შეცვალა“ და ამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გააძლიერა.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა მიწების გაცვლის საკითხს მიმართონ.

„შეიძლება საბოლოოდ არც ერთი მხარე სრულად კმაყოფილი არ დარჩეს, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამ პროცესის წარმატებით დასრულება, ეს ტრამპია.

დონალდ ტრამპმა პუტინზე რეალური ზეწოლა შექმნა. ამ ზეწოლის გარეშე პუტინი შეხვედრას არ დათანხმდებოდა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მიუხედავად რთული გარემოებებისა, დიპლომატიური გადაწყვეტილება შესაძლოა უფრო რეალისტური გახდეს, თუ ორივე მხარე კომპრომისზე წასვლას გადაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები