გოგა ხაინდრავა: ამერიკის დედაქალაქში, პოლიციის ოფიცრის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით წელს 300 ადამიანი გასამართლდა – რა ხდება USA?! SOS დემოკრატია!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ამერიკის დედაქალაქში, პოლიციის ოფიცრის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით წელს 300 ადამიანი გასამართლდა!
კოლუმბიის ოლქის პროკურორი ჯანინ პიროს. Mr. უილსონ! Ms. შახინ!
ამდენი სინდისის პატიმარი მხოლოდ ვაშინგტონში?! რა ხდება USA?! SOS დემოკრატია!”,- წერს ხაინდრავა.
კოლუმბიის ოლქის პროკურორის ჯანინ პიროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, პოლიციის ოფიცრის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით წელს 300 ადამიანი გასამართლდა.
მისი თქმით, ეს არის გზავნილი, რომ პროკურატურა სამართალდამცველების გვერდით დგას, და მათ ეროვნული გვარდიის მხარდაჭერაც ექნებათ.