ბიძინა ივანიშვილი: 7 წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს

“როდესაც თავად ერი და საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ამ შემთხვევაში ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და დააზიანონ ქვეყანა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა ქვეყანაში გარე ძალების რისკი, ბიძინა ივანიშვილმა ერთმნიშვნელოვნად უპასუხა, რომ დღეს, გარე ძალების არანაკლები საშიშროება არსებობს, ვიდრე ადრე.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნას გარე ძალები ვერაფერს დააკლებს.
მისი თქმით, ხელისუფლება უკვე 7 წელია მართავს ქვეყანას და ყველა გამოწვევას უმკლავდება.„ეს ყოვე
ლთვის არსებობდა და არსებობს არამარტო ქართული სახელმწიფოსადმი არამედ, ყველა სახელმწიფოს აქვს მსგავსი საშიშროებები. ამას სჭირდება შიდა დარაზმულობა, როდესაც შიდა განხეთქილებაა, როდესაც თვითონ ერი, საოზგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ამ შემთხვევაში ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და დააზიანონ ქვეყანა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა.
„ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ რომ ამ პერიოდში, 21 წელს ვგულისხმობ რომ პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს“ იმის შემდგომ, ჩვენ მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. შესაბამისად საგარეოზე და გარე მტერზე ამის დაბრალება, ალბათ არასწორი იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არანაკლებია მცდელობები გარედან. მაგრამ, თუ შიგნით ხელისუფლება ახერხებს, საზოგადოებასთან ერთად ახერხებს შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე, თუ ემოციას სჭარბობს განსჯა და რაციონალიზმი, ამის მაგალითი გახლავთ, ჩვენ უკვე მეშვიდე წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, მთავრია ხელისუფლებამ მახვილი გონებით კარგად გაიაზროს რესურსები და შესაძლებლობები, რათა გარკვეული რეფორმების გატარება მოხერხდეს.
„ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის, ისტორიასაც თუ შევხედავთ ჩვენსას, იყო შიდა ღალატი, შიდა შეუთანხმებლობა და ერთმანეთთან გაურკვევლობა. ჩვენი ყველა დიდი პრობლემა ძირითადად აქედან მოდიოდა, თუმცა იყო მტრების შემოსევაც, რასაც შინაური ერთობაც ვერ უძლებდა, ასეთი წლებიც გვახსოვს ისტორიაში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც და წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ 30 წელს განვიხილავთ და დღევანდელობასაც, საჭიროა რომ მახვილი გონებით კარგად გავიაზროთ, კარგად დავითვალოთ ჩვენი რესურსები, ჩვენი შესაძლებლობები და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვახერხოთ გარკვეული რეფორმების გატარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები