ხატია მოისწრაფიშვილი: „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს” მაღალი რანგის მიღებებისთვის ყველა გამოიყენებს

„პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ყოფილი შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში კულტურული ცენტრი განთავსდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეიდან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” ეწოდება და მას მაღალი რანგის მიღებებისთვის ყველა გამოიყენებს.
„ავლაბრის ყოფილი რეზიდენციისთვის განისაზღვრა ახალი ფუნქცია და, შესაბამისად, სახელწოდებაც. დღეიდან, სასახლეს ეწოდება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” და ის უმასპინძლებს მაღალი რანგის ყველა ვიზიტს, შეხვედრასა და მასშტაბურ მიღებებს. შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის მოხდა. გარდა ამისა, ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს შესაბამისი კომისია კონკრეტულ კონცეფციაზე. აქ დგას ორი შენობა. ერთი იქნება “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე”, ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის მუშავდება კონცეფცია და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ იქნება კულტურული ცენტრი.
“სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს” მაღალი რანგის შეხვედრებისთვის ყველა გამოიყენებს”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები