თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისთვის საბავშვო ფეხსაცმელები შეიძინა?

ირაკლი ალასანიას უწყებამ სამხედრო ფეხსაცმელების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ მოიგო, თუმცა საქართველოში ჩამოსული პარტია იმდენად პატარა ზომების აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცებმა ფეხი ვერ ჩადგეს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ძირითადი ნაწილი 36-37 ზომის ფეხსაცმელი იყო. როგორ გაგრძელდა გამარჯვებულ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელმაც ქართველ სამხედროებს პრაქტიკულად საბავშვო ფეხსაცმელები შეუკერა, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა. “პრაიმტაიმი” აღნიშნავს, რომ მათ არ იციან, რამდენად ზუსტია ინფორმაცია, თუმცა პიროვნება, რომელმაც ამის შესახებ გამოცემას უამბო, მთელ რიგ საკითხებზე საკმაოდ ინფორმირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები