რინატ ახმეტოვი: დონბასი მხოლოდ ერთიან უკრაინაში იქნება ბედნიერი

რინატ ახმეტოვი აღმოსავლეთში სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებს. ,,დღეს დონბასში ურთულესი სიტუაციაა. იქ შიშმა დაისადგურა. ხალხი მაღაზიებს და ოფისებს ხურავს, მიდიან ქალაქიდან. ისვრიან ქუჩებში და ხალხს ხოცავენ. ეს დიდი უბედურებაა ჩვენი მხარისთვის“,- განაცხადა „კაპიტალ მენეჯმენტის“ სისტემის პრეზიდენტმა.
ახმეტოვი ფიქობს, რომ მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება და თითოეული რეგიონის მცხოვრებლისთვის ცხოვრების დონის ამაღლება უნდა გახდეს.
,,ჩვენ უბედურებაში ვცხოვრობთ, მე კი მინდა, რომ დონბასი და რეგიონის თითოეული მაცხოვრებელი ბედნიერი იყოს. რა არის ბედნიერება? ბედნიერება მაშინ არის, როცა მშვიდობა სუფევს, როცა სული გაქვს დამშვიდებული, როცა ეკონომიკა ძლიერია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხალხს ღირსეული ხელფასები და ღირსეული ცხოვრება აქვს“,- აცხადებს იგი. ამასთან, ბიზნესმენი მოუწოდებს, დაცული იქნას თითოეული უკრაინელის უფლება, ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე.
,,ბედნიერებაა, როცა პატივს გცემენ. პატივს სცემენ შენს ისტორიას, ენას, დღესასწაულებს, შენს ტრადიციებს და შენს ამბიციებს უკეთეს ცხოვრებაზე“,- აცხადებს ახმეტოვი.
რინატ ახმეტოვმა დონბასში მოვლენების განვითარების 4 სავარაუდო სცენარი წარმოადგინა.
,,სცენარი პირველი: რჩება ყველაფერი ისე, როგორც არის. მთელი ხელისუფლება კიევშია, ხოლო რეგიონები მორჩენილი პრინციპით ვითარდება. ეს გზა უკვე მოძველდა, მას მომავალი არ გააჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემთხვევაში რეგიონს ეკონომიკური ვარდნა ემუქრება.
,,სცენარი ორი: დონეცკის სახალხო რესპუბლიკა. მას მსოფლიოში არავინ არ აღიარებს. ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა კი ქვანახშირის წარმოებაა, ეს არის მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ქიმიური წარმოება, სოფლის მეურნეობა. ჩვენ უზარმაზარი სანქციები დაგვეკისრება, ვერ შევძლებთ ვეღარც გაყიდვას და ვეღარც წარმოებას. ეს კი უმუშევრობას და სიღარიბეს ნიშნავს“,- განაცხადა ახმეტოვმა. მან ასევე ნეგატიურად წარმოაჩინა შედეგები, რომელიც რუსეთთან მიერთებას მოჰყვება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არც რუსეთს და არც დონბასს არ სჭირდება. ამით ვერც რუსეთი და ვერც დონბასი ვერ მოიგებს. ჩვენ დიდი სანქციების ქვეშ მოვექცევით, ვერ გავყიდით და ვერ ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქციას. ეს კი ეკონომიკურ ვარდნას, უმუშევრობას და სიღარიბეს გამოიწვევს“.
ერთადერთი გზა, რომელიც რეგიონის განვითარებას უზრუნველყოფს, ახმეტოვის აზრით, უკრაინის ერთიანობის შენარჩუნება და ხელისუფლების დეცენტრალიზაციაა“.
,,სცენარი მეოთხე: ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გზა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციაა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება კიევიდან რეგიონებში გადადის. როცა ხელისუფლებას კი არ გინიშნავენ, არამედ ირჩევენ, და როცა ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლობას იღებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დონბასი ბედნიერი მხოლოდ ერთიან უკრაინაში იქნება“,- განაცხადა რინატ ახმეტოვმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cHhsTbX6e7w” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები