ანანია გაჩეჩილაძის მამა: შვილო, ანა, გევედრები შეჩერდი! რა ეშმაკი ეტაკა, არ ვიცი!

„პირდაპირ მითხრა – ბნელების თაობა ხართ და ჩვენმა თაობამ უნდა გამოგაფხიზლოთო“, – ამ სიტყვებით მიმართა დავით გაჩეჩილაძეს შვილმა. მისი შვილი კი ანა(ანანია) გაჩეჩილაძეა, რომელმაც პრეზერვატივებზე თამარ მეფე და წმინდანები გამოხატა.
დავით გაჩეჩილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში შვილის საქციელს გმობს. თუმცა აცხადებს, რომ ანა თავისი ჭკუით სიმართლესა და თავისუფლებისთვის იბრძვის და ერზე ზრუნავს.
თავად დავით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მას 7 შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი ნაშვილებია. მისი თქმით, იგი მეუღლეს წლების წინ გაშორდა და ამჯამად შვეიცარიაში, ბერნში ცხოვრობს. „ასავალ-დასავალი“ მას სწორედ ბერნში დაუკავშირდა. საქართველო მან, 1993 წელს დატოვა.
დავით გაჩეჩილაძე პროფესიით ჟურნალისტია და წლების განმავლობაში საქართველოში „იბერვიზიასა“ და „ალიონში“ მუშაობდა.
ანანია გაჩეჩილაძის მამა ინტერვიუში ამბობს, რომ მან თავის დროზე შვილს ანა დაარქვა, ხოლო სახელი – „ანანია“ თავად დაირქვა.
„შვილო, ანა გევედრები შეჩერდი! ვიცი ამ ინტერვიუს ანაც წაიკითხავს. ისიც ვიცი, საზოგადოების მხრიდან ანას მშობლების მიმართაც დიდი აგრესიაა, მაგრამ, დაე, საზოგადოება ნუ გამკიცხავს, თუ მე ამ აგრსიას ვერ შევუერთდები, რადგან ანა ჩემი პირველი შვილია. მამაშვილურის გარდა, ქრისტემიერი სიყვარულითაც მიყვარს და დასაღუპად არ მემეტება. მე მას ღვითისმშობლის დედის სახელი – ანა დავარქვი. ანანია თავად დაირქვა. ეკლესიების რესტავრაციის დროს ფუნჯით ხელში გვერდით მედგა და ჯვრებს ღებავდა. ნათლია მიტროპოლიტი ჰყავს. ეკლესიაში მედავითნე იყო და გალობდა. 7 წლიდან აღმსარებელ ბავშვს რა ეშმაკი ეტაკა, არ ვიცი! შეიძლება, ასაკი აქვს ისეთი, ან ვინმემ ტვინი შეგნებულად აურია! ფაქტია- ბავშვი შეპყრობილია. ვემიჯნები ანას საქციელს, მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს, გავემიჯნო მას, როგორც შვილს და ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავარიდო. თავისი ჭკიუთ, სიმართლისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. ერზე მზრუნველის ამბიცია აქვს, პირდაპირ მითხრა – ბნელების თაობა ხართ და ჩვენმა თაობამ უნდა გამოგაფხიზლოთო. შინაგანად პატრიოტია. მე ვემიჯნები ანას საქციელს, მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს, გავემიჯნო მას, როგორც შვილს, თანაც, ეს არ არის მართო ჩემი ოჯახის პრობლემა, ხომ ნახეთ გოგონები, თითებზე პრეზერვატივები რომ აქვთ ჩამოცმული და ჯვრის იმიტაციას აკეთებენ? ეს ძალზედ საშიში, გადამდები ტენდენციაა! ჩვენ საზოგადოებას ახლა ემართება, რაც ევროპაში 50-იან წლებში სექსუალური რევოლუციის სახით მოხდა და რასაც ნამდვილ თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“- აცხადებს ანანია გაჩეჩილაძის მამა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები