“აქციას ტრანსგენდერი გაბრიელა, ნატა ფერაძე და ერეკლე დეისაძე ლიდერობდნენ, რომლებიც ლგბტ დროშას აფრიალებდნენ და ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვის უფლებას მოითხოვდნენ”

„ქართული მარში“ თბილისში, 14 მაისს, 18 საათზე ფილარმონიასთან საპროტესტო აქციას აანონსებს – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
სანდრო ბრეგაძე გამოცემასთან ინტერვიუში საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ნარკოპროპაგანდისტებისა და მამათმავლობის აპოლოგეტთა მიტინგი, რომელიც თბილისში, რამდენიმე დღეა მიმდინარებს, ქართველი საზოგადოების სულიერ და მორალურ დეგრადაციაზე მეტყველებს“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე და წარსულს იხსენებს:
„1988 წელს სტუდენტური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი გახლდით და ძალიან კარგად მახსოვს, როცა პარლამენტის შენობისკენ დემონსტრაციულად მივემართებოდით, ახალგაზრდებს წინ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მიგვიძღვოდნენ, რომლებსაც ხელთ სამფეროვანი ეროვნული დროშა, ილია ჭავჭავაძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტები ეპყრათ და საქართველოს თავისუფლებას მოითხოვდნენ, დღეს კი, პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდების აქციას ცირკის წინ მდებარე ტრანსგენდერი ვინმე გაბრიელა, ნატა ფერაძე და ერეკლე დეისაძე ლიდერობდნენ, რომლებიც ლგბტ დროშას აფრიალებდნენ და ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვის უფლებას მოითხოვდნენ. ეს ყოველივე მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რამხელა დეგრადაცია განიცადა ჩვენმა საზოგადოებამ“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები