ტურინის წიგნის 27-ე ფესტივალზე გამომცემლობა “ინტელექტი” მიიწვიეს

8 მაისს ტურინში წიგნის 27-ე ფესტივალი გაიხსნა. XXVII “სალონე ინტერნატიონალე დელ ლიბრო“ გამომცემლებს და საგამომცემლო აგენტებს მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. საგამოფენო სტენდების გამოფენის გარდა ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი გამომცემლებისთვის სპეციალური პროგრამა მიმდინარეობს. ყოველწლიურად, ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ტურინში გამომცემლებს სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევენ. საქართველო ამ ფესტივალზე წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას. ტურინის “სალონე დელ ლიბროს“ ორგანიზატორების ინიციატივით ღონისძიებაზე მიწვეულ იქნა გამომცემლობა “ინტელექტი” და დამოუკიდებელი ლიტერატურული აგენტი ნანა ზარდიაშვილი. ფესტივალი 3- დღიანია და 12 მაისს დასრულდება. 3 დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული გამომცემლები საქართველოს საგამომცემლო ცხოვრების შესახებ სიახლეებს შეიტყობენ და ქართულ გამოცემებს გაეცნობიან. “ინტელექტის” სახელით ფესტივალში მონაწილეობს გამომცემლობის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა. ის 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა უცხოელ პარტნიორს შეხვდება. შეხვედრების მთავარი მიზანია, ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. გამომცემლობა “ინტელექტი” იმედოვნებს, რომ უცხოელი აგენტები დაინტერესდებიან “ინტელექტის” იმ ავტორებით, რომლებიც დღეს ქართულ თანამედროვე ლიტერატურას ქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები