უილიამ ჰეიგი საქართველოში თავდაცვის სისტემების განთავსების გამოეხმაურა

დარწმუნებული ვარ, არის კიდევ სხვა გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საქართველოში თავდაცვის სისტემების განთავსების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
“ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება, საერთოდ, რომელიც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატოს მომავალი სამიტი ალბათ იქნება საკმაოდ ხელშემწყობი გარემოება იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს”, – განაცხადა უილიამ ჰეიგმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ყოფნისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები