ჰეიგი: საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული ორიენტაცია

მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისა, ეს არის მკაფიოდ გამოხატული ორიენტაცია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰეიგმა აღნიშნა, რომ ევროპისკენ სწრაფვა საქართველოს წიაღიდან წამოსული სურვილია.
„მე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისა, იმ მიმართულებისა, რომელიც მას აღებული აქვს ევროატლანტიკური გაერთიანებისაკენ.
მე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შევხვდი, ვაპირებ შევხვდე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისა, ეს არის მკაფიოდ გამოხატული ორიენტაცია და რა თქმა უნდა, რეფორმების ჩატარება ამ მხრივ არის საკმაოდ რთული, ალბათ, მგრძნობიარეც ხშირ შემთხვევაში – მთელი ეს დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის, სხვადასხვა რეფორმები – მაგრამ, ამაზე ყველაფერზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფაქტობრივად ის კი არა, რომ საქართველოს აძალებს ევროპა თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, რომ ასე მოიქცეს, არამედ, ეს არის თავად საქართველოს წიაღიდან წამოსული სურვილი – ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ჩვენ ამ ამბიციებს, რა თქმა უნდა, მივესალმებით. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი ამისათვის – ეს არის დემოკრატიის წესი. მე მივესალმები აგრეთვე იმას, რაოდენ წარმატებით დაისახა ადამიანის უფლებათა დაცვის პერპექტივები საქართველომ, იმას, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას. ფაქტობრივად, ეს იძლევა იმის პოტენციალს, რომ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, წელიწადში 12%-ს მიაღწევს ალბათ ეს ბრუნვა. შესაბამისად, საქართველოში უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები იქნება, რაც საბოლოო ჯამში, მომავალს წაადგება “, – განაცხადა ჰეიგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობას.
“მე ვიცი მთელი იმ მსხვერპლის შესახებ, რაც გამოიწვია ამ თანამშრომლობამ და მინდა, ძალიან დიდი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს შვილები ან დაშავდნენ. ახლა ახალ მისიას შეუდგება საქართველო სამხრეთ აფრიკაში. ამას ყოველივეს ნატო დიდად აფასებს. ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ, რომ სულ მალე ნატოს სამიტის მასპინძლები ვიქნებით და მე მგონი, ჩვენ უელსში გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ მივაღწიოთ პროგრესს. ჩვენ, რასაკვირველია, ვზრუნავთ, რომ თანამშრომლობა გავაღრმავოთ ორ ქვეყანას შორის, თუმცა ეს თანამშრომლობა დიდი ხანია, დაწყებულია და ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობს. მე ისევ და ისევ სიხარულით ვადასტურებ, რომ ჩვენ ძალიან გვსურს ამ ურთიერთობების გაღრმავება და ყოველწლიური ტრადიციული დიალოგის დაწესება კიდევ უფრო წინ წასწევს ჩვენს ურთიერთობებს სამომავლოდ და ჩვენ ამას ყველაფერს სერიოზულად ვუყურებთ”, – განაცხადა ჰეიგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები