დავით უსუფაშვილი საფრანგეთში დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა

  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა და სიტყვით გამოვიდა. აკადემიის დამფუძნებელთა შორის იყვნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები: ევგენი გეგეჭკორი და აკაკი ჩხენკელი.
პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე და, ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. შეკითხვები, ძირითადად, შეეხებოდა უკრაინაში შექმნილ კრიზისს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ კურსს. დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მკვლევარები აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, საფრანგეთის პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და დიპლომატიური აკადემიის სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები