„ისეთი დაწყევლილია ქართველი ხალხის მიერ „5“ ნომერი, იციან, რომ ხელი აღარასოდეს უნდა გაექცეთ მის შემოსახაზავად“

   საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ნომრის – „5“- იანის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქით ეხმაურება. როგორც ხიდაშელი აცხადებს, ცესკოში ამ საკითხზე სხდომა არ გამართულა, შესაბამისად, მათთვის ამ ნომრის ჩამორთმევას არავინ არ აპირებს.
„მერე აღშფოთდებიან ხოლმე. დღეს ვკითხულობ, „ნაცმოძრაობამ“ „5“-იანს გვართმევენ, მაგრამ სასამართლოში წავალთ და ვიბრძოლებთო. მერე კომენტარები გააკეთა ხალხმა სერიოზული სახით, ეს რა ორმაგი სტანდარტია, თქვენ რომ „7“ -იანი წაგართვეს, ხომ აპროტესტებდით და ახლა გახდა კანონიერიო? მერე ბაქრაძემ თქვა, ჩვენ სწორად წავართვით, საპარლამენტო არჩევნები განსხვავებულია, და აი ჩვენ უკანონოდ წაგვართვესო, ხოდა, სიმართლე კი ის არის, რომ 1. ჩვენ უკანონოდ წაგვართვეს 7 – 2012- ში. 2. ამათთვის არავის არაფერი წაურთმევია, იმიტომ რომ საკითხი არც განხილულა. არ განხილულა, საერთოდ 3. ამათ წერილი გაგზავნეს და პასუხად ერთი ადამიანის პირადი აზრი მიიღეს, არ გეკუთნითო. პირადი აზრი. მე მგონია, რომ კომისიის თავმჯდომარეს არ უნდა მიეწერა და უნდა ეთქვა, კომისია იმსჯელებს ამ საკითხზეო, მაგრამ რომ მოწერა, მისი აზრი კანონი არ არის და არც გადაწყვეტილებად ქცევის აბსოლუტური საფუძველი. მას ერთი ხმა აქვს და საკუთარ აზრს გამოხატავს 4. გეკუთვნით და დაგრჩებათ 5 -იანი, პოლიტიკურად ეს ჩვენ გვაწყობს ყველაზე მეტად, ისეთი დაწყევლილია ქართველი ხალხის მიერ ეს ნომერი, იციან, რომ ხელი აღარასოდეს უნდა გაექცეთ მის შემოსახაზავად. როგორც მურმანმა თქვა, ხელი გაუხმებათ. 5. მერე, როცა იკითხავთ, რა მნიშვენლობა აქვს, ვინ ამბობს, ფაქტზე უპასუხეთო, მუდამ რომ გეტყვიან, თქვენს ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას ფაქტად ვერ მივიღებთო და ყველაფერი უნდა გადამოწმდესო, ნუ გეწყინებათ. ნუ პრინციპში გეწყინოთ, არა უშავს, გაგებას ნუ მოითხოვთ, ესაა ჩემი კომენტარი“,-წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც მათი საარჩევნო ნომრის – „5“- იანის ჩამორთმევაზეა საუბარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერით “5”-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. “ნაციონალური მოძრაობა” ცესკოს უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები