ქალაქ ბოლნისში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ე.წ. ანდრეევკის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მოედნის შეკეთება მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული მოედნის დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი უკვე დაიწყო. სრულად აღდგება მაყურებლის ტრიბუნა, მოეწყობა ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და შეიცვლება ლითონის შემოღობვაც.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები