შალვა კიკნაველიძემ მე – 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პარლამენტში მოუწყო შეხვედრა
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ მე – 7 საჯარო სკოლის მოსწავლეები პარლამენტში მიიწვია. დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუწყო შეხვედრა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად შალვა კიკნაველიძისგან მიიღეს და დეპუტატსა და ახალგაზრდებს შორის მომავალი კომუნიკაციის გეგმები ერთად დასახეს. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა პარლამენტი დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.