პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს – “ყველაფერი კარგად იქნება” (ვიდეო)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპერაციის შემდეგ პატრიარქის მდგომარეობის შესახებ პირველ კადრებს ავრცელებს.
” ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ, რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს პატრიარქი ვიდეოში.
როგორც პატრიარქის ექიმი შალვა პეტრიაშვილი აცხადებს, უწმინდესს სურს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავიდეს.
სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით გუშინ ჩაუტარდა.