ნათია ბერიძის გაუმხელელი გეგმები თბილისური სევდით…                                            

რეჟისორი, მუსიკოსი და კულტურის მენეჯერია. ბავშვობა და ურთულესი 90-იანი წლები მშობლიურ პლეხანოვზე გაატარა…  ნავთქურასთან, პიანინოზე შემომდგარი სანთლების შუქზე უკრავდა და ერთად შეკრებილი მეზობლები თავს ასე იქცევდნენ… 15555006_10207754575093436_1573643157_n
შემდეგ იყო საბავშვო სიმღერების სტუდია, ანსამბლი „გვირილა“… თეატრალური უნივერსიტეტი და სტუდენტობის სურნელი.
 ერთხანს „ტელეიმედის“ მუსიკალურ პროექტ „ნუცას სკოლაშიც“ მღეროდა… დოკუმენტური ფილმი „თუშეთი“ გადაიღო.
ბავშვებისთვის დგამს სპექტაკლებს, უყვარს თბილისის ქუჩებში ხეტიალი და ფოტოების გადაღება… როგორც რეჟისორს, აქვს სამომავლო გეგმები, მაგრამ ჯერჯერობით გაუმხელელი. – ნათია ბერიძის პერსონა.

– დავიბადე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, უზნაძის ქუჩაზე. ლამაზ თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედით, ჩემს მშობლიურ პლეხანოვს  (დღემდე ასე ვეძახი) არ მოვწყვეტივარ. საბავშვო ბაღი, სკოლა (23-ე სკოლა დავამთავრე), დედაჩემის სამსახური და რაც მთავარია, ჩემი ბავშვობის მეგობრები – ყველაფერი ამ უბანთანაა დაკავშირებული.
სამი წლის ვიყავი, ჩემებმა პიანინო რომ იყიდეს  და აქედან მოყოლებული, ვუკრავ.  რასაც ბაღში მასწავლიდნენ, შემდგომ  სმენით სახლში ვაწყობდი და ვმღეროდი. 15540324_10207754510171813_1072379127_o
90-იან წლებში, როცა ბავშვისთვის თითქმის არ არსებობდა გასართობი ადგილი თბილისში, ჩვენს სახლში ასეთი ამბავი ხდებოდა: თითქმის ყოველ საღამოს ჩვენთან, ნავთქურის გარშემო მეზობლები იკრიბებოდნენ…
მე ვუკრავდი პიანინოზე შემომდგარი სანთლების შუქზე  და  ყველა ერთად ვმღეროდით, ზოგი ცეკვავდა და ასე ვმხიარულობდით. ბნელი და ტკბილი 90-იანებიო, – ამბობენ ხოლმე, ჰოდა, მეც ასე ვიხსნებ ამ პერიოდს, მაინც კარგად მახსენდება  ჩემი ბავშვობის ეს დრო.
დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა  საბავშვო სიმღერების სტუდიაში შემიყვანა, სადაც უფასოდ ასწავლიდნენ სიმღერას. ბევრჯერ რეპეტიციაზე დამიგვიანია, რადგან, მოულოდნელად, ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაჩერებული ესკალატორის დიდი მანძილი ფეხით უნდა აგვევლო… ქალაქის დამწვარი შენობები ძალიან მაკვირვებდა, არ მესმოდა ამ ყველაფრის მიზეზი და ეს კადრი დღემდე შემომრჩა ბავშვობის თბილისიდან…
– ანსამბლ „გვირილაში“ დაუვიწყარი 7 წელი გაატარეთ…
– ცოტა მოგვიანებით იყო ანსამბლი „გვირილა“… წელიწადში ორჯერ ვმართავდით სოლო კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.  ხშირად გვიწვევდნენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე. მახსოვს, გვიხაროდა, როცა ცნობილ მომღერლებთან და მსახიობებთან ერთად ვიდექით სცენაზე, შემდეგ აუცილებლად ვიღებდით ფოტოებს… ყოველთვის მადლიერი ვიქნები ანსაბლის ხელმძღვანელის, ქ-ნ ერნა წიფურიასი, მისი ქალიშვილის და ჩვენი ქორეოგრაფის, ნინო ჩიხლაძის, ასევე კონცერტმეისტერის ნათია ასათიანის. ამ ადამიანებთან დიდი სკოლა გავიარე და მიხარია, რომ დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– სტუდენტობა…  სწავლობდით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყავით…15609227_10207754573613399_27541782_o
– თეატრალურ უნივერსიტეტში მომზადების გარეშე ჩავაბარე.  მაქსიმალურად შევეცადე, დამოუკიდებლად და სათანადოდ მოვმზადებულიყავი, რადგან უდიდესი სურვილი მქონდა, ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი.  16 წლისა უკვე თეატრალურში  ჩავირიცხე და წარჩინებული სტუდენტობის გამო პრეზიდენტის სტიპენდიაც დავიმსახურე. უზომოდ მახარებდა, რომ სტუდენტს ჩემი შემოსავალი გამიჩდა. 2008 წელს წარჩინებით დავამთავრე კულტურის მენეჯმენტის სპეციალობა. დღემდე, რუსთაველზე, თეატრალურთან გავლისას, შევიხედავ ხოლმე, სტუდენტობის სურნელი და ის კედლები ხომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
თემურ ფალავანდიშვილის სტუდენტი იყავით...
– ცოტა მოგვიანებით ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტის სატელევიზიო-სასწავლო ცენტრში, სარეჟიორო ფაკულტეტზე, პედაგოგები იყვნენ: მიხო ბორაშვილი და თემურ ფალავანდიშვილი, ორივე ძალიან კარგი და საყვარელი პედაგოგი. ბატონ მიხოსთან დღემდე მაქვს მიმოწერა. ამას წინათ რაღაც პროფესიული რჩევა  დამჭირდა და უყოყმანოდ დამიდგა გვერდში. თემურ ფალავანდიშვილი ძალიან კარგი მოსაუბრეა, მისი ლექციები ხშირად სალექციო საათზე მეტხანსაც გრძელდებოდა.
ის სახლიც იპოვეთ, სადაც თემურ ფალავანდიშვილმამზე შემოდგომისაგადაიღოალბათ ხშირად გიამბობდათ სტუდენტებს ამ სახლზე15592674_10207754516211964_463494422_n
– მისი ფილმი „მზე შემოდგომისა“ ძალიან მიყვარს, ამაზე ბევრს ვსაუბრობდით  და ბატონი თემური ძალიან საინტერესესო ამბებს გვიყვებოდა. ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ის სახლი, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, ამას წინათ ვნახე, ფოტოები გადავიღე, მართლა ძალიან ლამაზია იქიდან დანახული თბილისი.
თემურისთვის ყველაზე საყვარელი ეპიზოდია, ოთარის პერსონაჟი რომ დადის ქალაქის ქუჩებში და ეძებს ლამაზ ხედებს დასახატად. არაერთხელ უთქვამს, სწორედ ამ არაჩვეულებრივმა ხედებმა შემოაბრუნა ვახტანგი ხელოვნებისკენო.
ფილმში გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევრები და კადრები მის სახელოსნოშია გადაღებული.
ქართული ფილმებიდან რომელს გამოყოფდით?
– ქართველი რეჟისორებიდან ძალიან მიყვარს ელდარ შენგელაია („ცისფერი მთები“ „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“). გიორგი შენგელაია („ ალავერდობა“, „ფიროსმანი“, „ვერის უბნის მელოდიები“), ლანა ღოღობერიძე („როცა აყვავდა ნუში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ორომტრიალი“), ოთარ იოსელიანი („იყო შაშვი მგალობელი“, „გიორგობისთვე“),ძალიან საინტერესო ფილმია ალექსანდრე რეხვიაშვილის „საფეხური“. თენგიზ აბულაძე განსაკუთრებით მიყვარს: „ნატვრის ხე“,   „მონანიება“, ასევე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ახალი წელი კი  გურამ პატარაიას „კუჩხი ბედინერის“ გარეშე  ვერ წარმომიდგენია.
თანამედროვე თბილისი15628609_10207754558533022_849934890_o
– თბილისი ჩემი სახლია, ყველაზე თბილი და მაგნიტური. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც აქეთ მომიწევს გული. საყვარელი ადგილებიც მაქვს: მამადავითი, ფუნიკულიორი, ეთნოგრაფიული მუზეუმი,  ისტორიული უბნები და ა.შ.   ფოტოაპარატით  ხშირად დავდივარ ძველ უბნებში, იქ უფრო შემორჩენილა თბილისის ეშხი და ვიღებ ძველ თბილისურ ეზოებს, სადარბაზოებს. ხშირად მხვდება ავარიული და მოუვლელი უნიკალური შენობა-ნაგებობები. ვისურვებდი, რომ ყველას თავისი წილი თბილისი უყვარდეს და ზრუნავდეს მასზე. ასე გაცილებით ლამაზი იქნებოდა ჩვენი დედაქალაქი.
დოკუმენტურ ფილმითუშეთობა  პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია…
– „თუშეთობა“ ჩემი საავტორო ტელეპროექტის ერთ-ერთი ფილმია, რომელიც დამოუკიდებლად პირველად გადავიღე.  საქართველოს მთიანი ნაწილი ყველაზე შთამბეჭდავი და ცოტა მისტიკურია. იქ დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა ტიპის საკულტო-ნაგებობები, ციხე-კოშკები. აქვთ ადგილობრივი დღესასწაულები და რიტუალები, ამიტომ დამაინტერესა ამ თემამ, განსაკუთრებით იმ ადგილას, სადაც მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ და წელიწადის დანარჩენ დროს ბარში, სოფელ ალვანში სახლობენ.15609353_10207754565093186_2131796899_o
ინოლა გურგულიას ფოტოებს ხშირად ვხედავ თქვენს ფეისბუქზე…
– ინოლა გურგულიას მუსიკა ძალიან ახლოს არის ჩემთან, ერთხელ ყველას ხომ გვიმღერია მისი საბავშვო სიმღერები: „გარეთ ქარი ზღაპარს ყვება“, „საქანელა“, „იაო-უაო“ და  სხვ. ძალიან მიყვარს მისი სიმღერები და ხშირად ვუსმენ. ამ ზაფხულს, მთაწმინდაზე ერთ-ერთ თბილისურ ეზოში „არტარეას“ ორგანიზატორობით  ჩატარდა ინოლას საღამო. მღეროდნენ მისი ოჯახის  წევრები და უნდა გენახათ, მაყურებელი მათთან ერთად როგორ მღეროდა… ბოლოს კი ია შუღლიაშვილმა ყველა ერთად გვამღერა, ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. მიხარია, რომ ინოლა გურგულიას  მუსიკა ბევრს უყვარს.
ერთი ნატვრის ასრულებას რომ დაგპირდნენ, რას ინატრებდით?
– ნატვრა და ოცნება არ მიყვარს, რეალისტი ვარ. თუ მაინცდამაინც ნატვრაა, ვისურვებდი, რომ არცერთი ადამიანი არ ყოფილიყოს საკუთარ ქვეყანაში დევნილი.
 სკოლებში დგამთ სპექტაკლებსრა მოსწონთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად?
– ბავშვები ძალიან მიყვარს და კარგად მესმის მათი ენა. მეც დიდი ბავშვი ვარ ალბათ და იმიტომ  სკოლებში ვდგამ სხვადასხვა ტიპის სპექტაკლებს, ეს შეიძლება იყოს როგორც შემეცნებითი, ისტორიული, ისე გასართობი. ვფიქრობ, ყველაზე გულწრფელი ადამიანები ამქვეყნად ბავშვები არიან.
სასიხარულოა, რომ ქართული ფილმები სხვადასხვა ფესტივალზე იმარჯვებენ. მაინც რა არის ქართული ფილმის წარმატების საიდუმლო?15556581_10207754552812879_418925937_o
– ქართული კინო ნელ-ნელა უბრუნდება განვითარებისა და წარმატების გზას, რაც ძალიან მახარებს. არსებობს ტერმინი „ქართული კინოს ფენომენი“, ჰოდა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიამაყოთ ამ ფენომენით და ვიზრუნოთ მის მუდმივ  განვითარებაზე. საუკუნის საგანძური გვაქვს ქართული კინოს სახით და როგორ არ უნდა ვიამაყოთ?
პროექტნუცას სკოლაშიიმღერეთ
– 2006 წელს მონაწილეობა მივიღე „ტელეიმედის“ მუსიკალურ პროექტში „ნუცას სკოლა“. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად მახსენდება. ყოველ დილით პირდაპირ ეთერში ცოცხლად მღერა და სხვადასხვა ტიპის მუსიკალური დავალებების შესრულება ადვილი არ იყო, მაგრამ  ჩვენი საყვარელი მასწავლებელი ნუცა ჯანელიძე ძალიან გვეხმარებოდა ამ ყველაფრის დაძლევაში. პარალელურად ვმეცადინეობდი ქალბატონ ნუნუ გაბუნიასთან. ეს არის საოცრად თბილი და  კეთილი ადამიანი. „ნუცას სკოლაში“ არაჩვეულებრივი შემოქმედებითი გუნდი გვყავდა და მათთან ურთიერთობით  ძალიან დიდი სკოლა გავიარე.15628782_10207754545172688_89456036_o
რეჟისორი, მუსიკოსი და კულტურის მენეჯერი ხართ… – კულტურა ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. რა არის დღეს უპირველესი პრობლემა ამ სფეროში?
– საქართველოსთვის ქართული კულტურა უნიკალურია. ქართული გალობა, ფოლკლორი, ხუროთმოძღვრული ძეგლები ხომ მსოფლიოში აღიარებული, გამორჩეული და თვითმყოფადია. გვყავს ქართული კულტურის უამრავი გამოჩენილი მოღვაწე. დღეს მათი სახელები, სამწუხაროდ, რატომღაც დავიწყებას მიეცა. ვისურვებდი, თითოეული ადამიანი სათანადოდ დაფასდეს ქვეყნისგან. მათ ხომ თავიანთი წილი აგური დადეს ქართული კულტურის განვითარების საქმეში.
რა გეგმები გაქვთ, როგორც რეჟისორს?
– როგორც რეჟისორს, მაქვს სამომავლო გეგმები, მაგრამ წინასწარ ვერ ვისაუბრებ.
რას ნანობთ?
– რას ვნანობ? ხან რას, ხან – რას.
 შემოდგომის ფოტოები გამოაქვეყნეთ ფეისბუქზეფოტოების გადაღება ჰობია?
– ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, აპარატი – ჩემი მუდმივი თანამგზავრი, როდესაც ქალაქის ქუჩებში გამოვდივარ სასეირნოდ. მიხარია, როცა ჩემი ფოტოები სხვების მოწონებას იმსახურებს.%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%90
თქვენი ახლობელია რევაზ ინანიშვილის ოჯახიმისი მეუღლე, ქალბატონი როზა. რას გაიხსენებთ ამ ურთიერთობიდან?
– ქ-ნი როზა ინანიშვილი (მე როზა ბებოს ვეძახი) არაჩვეულებრივი ადამიანია. კეთილი, თბილი, გულისხმიერი, ისეთი, როგორიც რეზო ინანიშვილის მოთხრობის გმირები. ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე,  ძალიან კარგი მოსაუბრეა, ძალიან და მე არ მბეზრდება მისი მოსმენა. არ არსებობს რეზო ინანიშვილის საღამო ან მასთან დაკავშირებული რაიმე შეხვედრა იმართებოდეს, ყოველთვის მირეკავს და მეპატიჟება. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

15595970_10207754579933557_435258272_o

15595585_10207754579453545_133441756_o

14976643_10207453806054398_2048004775596269004_o

15369201_10207708943472674_2192625210955224784_o

15037199_10207459299951742_3216523157835972237_n

15595743_10207754575733452_1947882586_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები