შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა – ვიდეო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად”. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები