„გათენდეს და საქართველო დავინახოოოთ!“…

პირდაპირ საოცრება იყო: როგორც კი სადმე ქუჩაში ან რაიმე დაწესებულებაში შეგვნიშნავდნენ ფერეიდნელები, იმ წუთას ჩვენს ირგვლივ მოგროვდებოდნენ, გვესალმებოდნენ, მოგვიკითხავდნენ, ხელს გვართმევდნენ, იწყებდნენ საუბარს და განშორება აღარ უნდოდათ. ღმერთო ჩემო, რამხელა სევდას, ინტერესს, სიყვარულსა და სიამაყეს ვკითხულობდი მათ თვალებში! 1469784_801705203201387_6329918458902538792_n
რამ შეიძლება დამავიწყოს და წაშალოს ჩემს მეხსიერებაში ის მშობლიურად ალერსიანი გამოხედვები, იქ რომ რკალივით გივლის კაცს ირგვლივ და თბილი მზის სხივების ისრებივით შენი გულის ფსკერისაკენ ილექება! … – დღესაც არ განელებია ფერეიდანში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. მანამდე თურქეთელ ქართველებთანაც იმოგზაურა და… ის  მოგონებებიც იგივე ტკივილითა და სიყვარულით აკინძა.
ამბობს, რომ სამომავლოდ ამ მოგზაურობაზე შეიძლება წიგნიც კი გამოიცეს. ილტოსხეობელი პოეტის  
სულიერების ლიბო,  ფიზიკური არსებობის დვრიტა ის მიწა-წყალია, სადაც გაიზარდა, რამაც შთაგონება მისცა… რომლის ნოსტალგიითაც ულამაზესი ლექსები დაიწერა. – მიხეილ ღანიშაშვილის პერსონა.


ახმეტის რაიონის სოფელ ჭართალაში დაიბადეთ
– ჰო, მე სოფლელი, ჭართალელი, ილტოს ხეობელი მწერალი ვარ. ადრე, ახალგაზრდობის რაღაც პერიოდში, სულ პირველად რომ ჩამოვედი დედაქალაქში, ეს სირცხვილადაც კი მიმაჩნდა, რატომღაც მრცხვენოდა, მერიდებოდა ჩემი სოფლელობის, რადგან ვხედავდი, რომ, ამ მხრივ, საზოგადოება მკვეთრად დიფერენცირებული იყო. 11753655_1030880826976086_1745999349089419605_n
არსებობდა უკრიტიკო მოცემულობა, რომ ქალაქელი განათლებული და განვითარებულია, ხოლო სოფლელი – უმეცარი და ჩამორჩენილი. მაგრამ, დროთა განმავლობაში, როდესაც უფრო კარგად და ღრმად ჩავიხედე ამ ხურჯინის ორივე თვალში, აღმოვაჩინე, რომ ეს ასე სრულებითაც არ არის და პროვინციალიზმი არა გეოგრაფიული, არამედ კულტურულ-ინტელექტუალური ფასეულობაა და სოფლად დაბადება და ადამიანის იმ ბუნებრივ გარემოში სულიერ-ფიზიკური ფორმირება უფრო ჯილდო ყოფილა, ვიდრე რაიმე საჩოთირო დამღა.
რა დამამახსოვრდა ჩემი ბავშვობიდან? მთები, ტყეები, ილტო, თევზაობა, კრაველა ცა, ვარსკვლავიანი ღამეები, კვეტერა, ზღაპრები, ლექსები, გადმოცემები, ლეგენდები და მითები, რომლებსაც ყოველთვის მიყვებოდნენ ბებო, დედა, მამა, ხნიერი ადამიანები.
მამაჩემი, იურისტი ბეჟან ღანიშაშვილი, თავისებურად მკაცრი და ხორკლიანი ხასიათის, დიდი ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერების, ანტისაბჭოური კრიტიკით გამორჩეული და სამართლიანობისაკენ დაუოკებელი სწრაფვით განმსჭვალული კაცი იყო.
ჩემს სიყმაწვილეში მამა ახმეტის სკოლებში მასწავლებლობდა, ხოლო მოგვიანებით იურისტად მუშაობდა ახმეტისა და ქისტაურის ღვინის ქარხნებში. სახლში ექვსი დედ-მამიშვილი ვიზრდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს ყოველთვის სოფლად ვატარებდით, საშინაო სამეურნეო საქმეებით თითქმის არასოდეს გვსაქმავდა. მისი ერთადერთი და მარადიული მოთხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი გვეკითხა და კარგად გვესწავლა.10686692_963247303739439_1886299128185471458_n
დედა, ანა წოწკოლაური, თითქმის სულ შინ იყო, დიასახლისობდა, საშინაო მეურნეობას უძღვებოდა და ჩვენ გვზრდიდა. ის უფრო თბილი, ლმობიერი, ლაღი, გახსნილი, პოეტური და რომანტიკული ბუნების ადამიანია და ჩვენი ხასიათების რა ლინგსაც მამა, ვთქვათ ასე, მძიმედ რანდავდა, დედა მით უფრო მსუბუქად აშალაშინებდა.
უნდა ითქვას, რომ, ჩემზე, გარემომ, რომელშიც დავიბადე და ბავშვობა გავატარე, მშობლებმა და მათმა აღზრდის სისტემამ, რომელშიც ვყალიბდებოდი, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და თუკი რამ დადებითია დღეს ჩემში, როგორც შემოქმედსა და მამულიშვილში, სწორედ მათი დამსახურებაა.
თქვენი ფსევდონიმია ილტოსპირელი. რას ნიშნავს ილტოს ხეობა თქვენთვის?
– ეს ფსევდონიმი გვიან ავიღე, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც, გარემოებათა გამო, საქართველოდან შორს, უცხოეთში ცხოვრებამ მომიწია. ეს გადაწყვეტილება, ალბათ, საქართველოსადმი, ჩემი მშობლიური კუთხისადმი გამძაფრებული მონატრების გრძობამ – ნოსტალგიამ დაბადა.
ილტოს ხეობა ხომ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. აქ იყო და არის ჩემი სულიერების ლიბო, ჩემი ფიზიკური არსებობის დვრიტა. სწორედ ყველასთვის უცნობი, ყველასაგან მივიწყებული და მიყრუებული ილტოს ხეობიდან დაიწყო ჩემთვის ამ უზარმაზარი სამყაროს შეცნობა. სად აღარ ვყოფილვარ, რა აღარ მინახავს; ამერიკა, ევროპა, აზია, რუსეთი, უკრაინა, მაგრამ გული მაინც ყოველთვის ჭართალისა და ილტოს ხეობისაკენ მეწეოდა და მეწევა. მე ახლა თბილისშიც ვცხოვრობ, აქაც მაქვს სახლი და საწოლი, მაგრამ ყველაზე მშვიდად მაინც მხოლოდ ჭართალაში მძინავს, ყველაზე მეტად მაინც მხოლოდ იქ ვისვენებ.
პირველი ლექსებირომელი ლექსი გიყვართ განსაკუთრებულად...191678_153203511410493_486005_o
– ჩვენთან, ილტოს ხეობაში, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში არაგვისა და ივრის ხეობებიდან მიგრირებული ფშავლები ცხოვრობენ კომპაქტურად. პოეზია ხომ ფშავლების თანამდევია. ჩვენთან თითქმის ყველა ლექსით ცხოვრობდა და ცოცხლობს. ლექსებს მამაჩემიც წერდა.
ლამაზად სიტყვის თქმისა და პოეზიის დაუშრეტელი ზღვაა დედაც. ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ ლექსების გამოთქმა და წერა ადრეული ბავშვობიდანვე დავიწყე. ჩემი პირველი ლექსები, ცხადია, მიამიტური და ბავშვური იყო. კიდევაც რომ მახსენდებოდეს ახლა ისინი, ვფიქრობ, მათი აქ მოტანა, დიდი ვერაფერი საჩუქარი იქნებოდა გემოვნებიანი მკითხველისთვის. ერთ ჩემს განსაკუთრებულად საყვარელ ლექსს კი სიამოვნებით გეტყვით:
„ლექსებს ვწერ, დიდი ხანია,
მართლა პოეტი როდი ვარ,
ასე იქცევა სუყველა,
იქ, საიდანაც მოვდივარ.
ვინა ვარ?
ილტოს ხეობის
ერთი უბრალო ლოდი ვარ“…
თანამედროვე ლიტერატურულ პროცესები… მრავალფეროვნებით გამოირჩევა,  უამრავი სამწერლო გაერთიანებაა შექმნილი10947224_942713899126113_2138515671209836994_n
– ლიტერატურული პროცესების მრავალფეროვნება ჩემთვის ყოველთვის მისაღები და სასურველი იყო და არის კიდეც, რაც თავისებურ კონკურენციას ქმნის და ხელს უწყობს ქართული მწერლობის განვითარებას. მე, პირადად, დისკომფორტს არ მიქმნის არავითარი, თვით ყველაზე უკიდურესი, ფორმალისტური ძიებებიც კი მწერლობაში. არცერთ მწერალს მე ჩემს ლიტერატურულ მტრად არ ვთვლი. ყველას თავისი გზა აქვს. დაე, ყველამ იაროს იმ გზით, რომელიც უკეთესად მიაჩნია. ოღონდ ჰეგემონობას ნურავინ გამოაცხადებს, ნურავინ იტყვის, რომ მხოლოდ „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“, რადგან ეს უკვე ამპარტავნება და ცუდ-მედიდურობა იქნებოდა.
უდაოა, რომ ბევრი ნიჭიერი თანამედროვე მწერალი გვყავს და არაერთი საინტერესო ნაწარმოებიც იქმნება. გვყავს ძალიან კარგი მთარგმნელები. სამწუხაროდ, მკვდარია ლიტერატურული კრიტიკა.
რაც შეეხება ლიტერატურულ გაერთიანებებს, ისინი, ცხადია, ბევრია და ეს ბუნებრივიც არის: მონათესავე ლიტერატურული გემოვნების მწერლები ერთად ჯგუფდებიან. გამოდის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, არის ლიტერატურული ფორმატის რადიო-სატელევიზიო გადაცემები.
ძალიან კარგია, რომ არსებობს სოციალური ქსელი, ინტერნეტი, რომელიც მწერლობას, ფაქტობრივად, თვითრეალიზაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს აძლევს. მე, პირადად, რაც ინტერნეტით დავიწყე სარგებლობა, თითქმის აღარც კი ვეკონტაქტები ლიტერატურულ მედიას, რადგან, ოპერატიულობასთან ერთად, ინტერნეტი ფართო დემოკრატიულ ბერკეტებს სთავაზობს მწერალს მკითხველთა ფართო მასებთან საურთიერთოდ.
ამ ფონზე ერთგვარ ანაქრონიზმად მოსჩანს წარსულში ჩარჩენილი ყველა ის სუბიექტი თუ რგოლი, რომელიც სამწერლო არეალში რაიმეზე მონოპოლიის გამოცხადებას ფიქრობს.
უამრავი კონკურსი ტარდებაფეისბუქზე დაწერეთ, რომგკიდიათ ლიტკონკურსები“...1379730_652358521464793_1991969716_n
– სამწუხაროდ, ჩვენში მწერლობა კლანურია. ეს ჩვენი სამწერლო ცხოვრების ძველ-საბჭოური გადმონაშთი და ძალიან ცუდი მხარეა და ის ლიტერტურის განვითარებას საშინლად აფერხებს, ხელს უშლის მრავალ მწერალს, ინტეგრირებული იყოს საერთო პროცესებში. ლიტერატურული კლანი, ლიტერატურული მიმართულება-მიმდინარეობისაგან, ცალკეული სამწერლო დაჯგუფებებისაგან განსხვავებული მოვლენაა. ლიტერატურული კლანი თავისი ანატომიით კრიმინალურ-კორუფციულ ეკონომიკებში მოქმედ ოლიგარქიულ-მაფიოზურ კლანს წააგავს და ყველა დანარჩენი მონაწილისთვის ჯერ საარსებო სივრცის შეზღუდვას, საბოლოოდ კი მის წართმევას ესწრაფვის. მას ჰყავს თავისი არქიტექტორები და ამ არქიტექტორებთან დაახლოებული გარემო. ყველა დანარჩენისთვის იმ მოჯადოებულ სივრცეში ადგილები წინასწარ მაქსიმალურად შეზღუდულია. იქ შესვლა გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგომას, ინდივიდუალურ მსოფლმხედველობრივ პრინციპებთან დათმობაზე წასვლას, კონიუნქტურას, მედროვეობას გულისხმობს და დიდ ფინანსურ მხარდაჭერასთან, მჭიდრო ნათესაურ-სამეგობრო კონტაქტებთან ან მლიქვნელობისა და პირფერობის არაადამიანურ უნარებთან არის დაკავშირებული.
დამეთანხმებით, რომ იმ სქემას, რომლის შესახებაც ვსაუბრობ და რომელიც ჩვენი სამწერლო ცხოვრების სამწუხარო რეალობაა, საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მწერალთან და მწერლობასთან. აი, ამ კლანურიბის თავისებურ გაგრძელებად მიმაჩნია მე ჩვენში მოქმედი ლიტერატურული კონკურსები და ამიტომ ვერიდები მათში მონაწილეობას. მსგავს „ლიტერატურულ კონკურსებს“, სადაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და გათვალისწინებულია, მწერალთა ფართო მასების მონაწილეობა მხოლოდ ფონის, დემოკრატიულობის ყალბი იმიჯის შესაქმნელად სჭირდებათ და ამის საილუსტრაციოდ არაერთი ის, მართლაც, ნიჭიერი მწერალი თუ მთარგმნელიც გამოდგებოდა, ვინც სცადა ბედი, მიიღო მონაწილეობა ამ „კონკურსებში“, მაგრამ გაბითურებული და ხახამშრალი დატოვეს.
 რა მიზნით დაიწერა კავკასიური პოემები?10940421_940460496018120_5147383838250222893_n
– ჩემი კავკასიის თემატიკაზე შექმნილი რვა პოემა, რომლებიც „კავკასიური პოემების“ სათაურით ცალკე წიგნადაც არის გამოცემული, დაწერილია კავკასიელი ხალხების საერთო ისტორიული, გენეტიკური და კულტურული წარმომავლობის, კავკასიის თავისუფლებისა და ერთიანობის იდეაზე დაყრდნობით. ეს პოემები, რომლთაც ათეული წლების მანძილზე ვქმნიდი და რომელთა ნაწილიც უკვე თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ჩვენში, ისე საქართველოს საზღვრებს მიღმა, მრავალი გამოხმაურება აქვს მკითხველის მხრიდან და, როგორც ავტორს, იმედითა და გარკვეული სიამაყის გრძნობით მავსებს.
თქვენ საინტერესო ჩანაწერების ავტორი ხართ. რამდენიმე წლის წინ დაიწერა: „ბებოჩემი და იმისი საციქველჯამჭურჭელი“…
– ეგ ჩანაწერები, „ბებოჩემის საციქველ-ჯამ-ჭუჭელი“, ჩემს მეორე ციკლთან ერთად „დედაჩემის ვახშმისშემდგომი საუბრები“, ფეისბუქზე ქვეყნდებოდა და მკითხველთა დიდ დაინტერესებასაც იწვევდა და იწვევს. ეს უფრო ფოლკლორულ-ეთნოგრაფილი ხასიათის მხატვრული ნოველებია, რომლის ერთ წიგნად შეკრება და გამოცემაც, ალბათ, სასურველი იქნებოდა, შესაბამისი თანხები რომ არსებობდეს, მაგრამ სად ჩემისთანა ყაიდის მწერალი და სად ფული?!.
 ახლახან ფერეიდანში იმყოფებოდით14711035_1333012790096220_65274051052784930_o
– ირანში 25 სექტემბერს გავემგზავრეთ. არტტურის ორგანიზატორები იყვნენ აღმოსავლეთმცოდნე ეთო ბეგლარაშვილი და საიტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ შემქმნელი, მხატვარი ნათია ქიმაძე.
ორგანიზატორთა მიერ დაკომპლექტებულ ოცკაციან ჯგუფში, სხვებთან ერთად, იყვნენ მწერლები, მხატვრები, მომღერლები, მოცეკვავეები, ჟურნალისტები, ფოტოხელოვანები და ფერეიდნული თემატიკით დაინტერესებული მეცნიერ-მკვლევარნი.
ჩვენი არტტურის ძირითადი მიზანი სპარსეთში ოთხასი წლის წინათ შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ თანამოძმეებთან ჩასვლა, ფერეიდნის მონახულება და მათთვის ქართული წიგნების ჩატანა იყო. ეს მისია არტტურმა ბრწყინვალედ შეასრულა: იქაურ ქართველებს ორმოცამდე „დედა ენა“, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების წიგნები ჩავუტანეთ. ამ სულიერმა საზრდომ ბინა მარტყოფის ქართული სკოლის ბიბლიოთეკასა და ცალკეულ ოჯახებში დაიდო. დიდად საინტერესო, შინაარსიანი და ამაღელვებელი იყო შეხვედრა ქართული სკოლის მოსწავლეებთან, რომელშიც განსხვავებული ასაკის ადამიანები ეუფლებიან ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას. იქ, სოფელ-ქალაქებში, ოჯახებში, ქუჩებში, გამზირებზე, მაღაზიებსა და კაფე-ბარებში ქართული და საქართველო უძვირფასეს ნიშან-სვეტად უნთიათ, ყველგან ხვდები ქართველს, ქართულ სიტყვას, ქართულ წარწერებს. ჩვენი თითოეული გამოჩენა და შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან, სად და რა გარემოშიც არ უნდა მომხდარიყო, მაშინვე დაუვიწყარ ზეიმად იქცეოდა ხოლმე. მათში მონატრება და სიყვარული ყოველივე ქართულისადმი უზომოდ დიდი და ღრმაა.
 „ჩონ პატარა საქართველოჩინა“ (ფერეიდნული ჩანაწერები), – ასე ქვეყნდება თქვენი ჩანაწერები ფეისბუქზე...14570551_1323234177740748_2283467059232583121_o
– ჩემი ფერეიდნული ჩანაწერები ფეისბუქზე ამჟამადაც ქვეყნდება. მას უამრავი გამოხმაურება და მოწონება აქვს. საზოგადოება დიდ დაინტერესებას და თანაგრძნობას გამოხატავს სპარსეთში მცხოვრები საკუთარი სისხლ-ხორცის მიმართ. მას ასევე დიდი ინტერესით ეცნობიან ფერეიდნელი ქართველებიც.
ირანი თავისთავად ძალიან საინტერესო აღმოსავლური ქვეყანაა,  განუმეორებელი კულტურით, ლანდშაფტით, ისტორიით, რომლის ორგანულ ნაწილსაც დღეისათვის ფერეიდნელი ქართველებიც წარმოადგენენ.
კომპაქტურად ქართვლები, ძირითადად, ფერეიდნის პროვინციაში ცხოვრობენ. ისინი გაფანტულნი არიან აგრეთვე ირანის სხვა პროვინციებში, ქალაქებსა და სოფლებშიც. მათი რიცხვი აქ, უხეში სტატისტიკით, ალბათ, სადღაც, 60 000-მდე იქნება. ფერეიდნელ ქართველთა ყველაზე დიდი ქალაქი მარტყოფია (სპარსულად – ფერეიდნუშაჰრი), რომელშიც 18 000-მდე ქართველი ცხოვრობს და რომელიც მათი ერთგვარი ეთნიკურ-კულტურული ცენტრიცაა. ქართველებით შედარებით მოზრდილი დასახლებული პუნქტებია: თორელი, ვაშლოვანი, აფუცი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, ახჩაი… 14718668_1340105432720289_5388957629379968549_n
საუბრით უმეტესობა კარგად საუბრობს ძველი ქართული ენით, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველთა მცირე პროცენტმა იცის მშობლიური წერა-კითხვა. არადა, საქართველოსთან კავშირის დამყარებისა და ქართულის სწავლის სურვილი მათში ძალიან დიდია. თავად მარტყოფის ქართულ სკოლაშიც პრობლემები აქვთ. მარტყოფის ქართული სკოლის მასწავლებლები გულისტკივილით მეუბნებოდნენ, რომ არა აქვთ მაღალი კლასების სახელმძღვანელო და როგორმე სიტყვა მიმეწვდინა საქართველოს შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებამდე, განსაკუთრებით განათლების სამინისტრომდე, რომ მათთვის როგორმე ქართულის სწავლების ადაპტირებული სახელმძღვანელოები მიეწვდინათ.
ფერეიდნელები მშრომელი ხალხია. ისინი მზით დამწვარ უდაბნოში, ხრიოკ, სილიან ადგილებში ცხოვრობენ, თუმცა იქაურობა მაინც ერთგვარ წალკოტად, ოაზისად უქცევიათ. დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთი კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გასარწყავიანებას. მისდევენ სოფლის მეურნეობას, ძირითადად, მებაღჩეობას და მებოსტნეობას, მოჰყავთ თითქმის ყველა კულტურა.
ხალხი, მეტ-ნაკლებად, შეძლებულად ცხოვრობს. ახალგაზრდობაში დიდია სწრაფვა სწავლა-განათლებისაკენ, პროფესიული სრულყოფისაკენ, მაღალი ტექნოლოგიებისა და უცხო ენების დაუფლებისაკენ.

ნაწყვეტები მიხეილ ღანიშაშვილის ფერეიდნული ჩანაწერებიდან  „ჩონ პატარა საქართველოჩინა“:14715105_1334754536588712_7712437951599847866_o
„მარტყოფის მუდამ ხალხმრავალ ქუჩებში მიმავალს ყოველი მხრიდან ძველი, ძარღვიანი ქართული მეტყველება, ხალისიანი შეძახილები და ყოველ ჯერზე შეხვედრისას აქ ასე აუცილებელი მისალმება-მოკითხვა მოგესმის: „გამარჯობა! როგორა ხარ? მე – კარგად! დიდ-დედა-საქართველოდან ჩამოხვედა?“
„ჩვენი დიალოგი ასე დაიწყო:
– გამარჯობათ, ქართველბო, ჩონებო!
– ღმერთმა გაგიმარჯოთ, პაპავ! რა გქვიათ?
– მენა? მაჰამადა.
– რა გვარის ხართ?
– მაჰამადა. – ეტყობა, კარგად ვერ გაიგო შეკითხვა და ისევ საკუთარი სახელი გამიმეორა. მეც ხელახლა გავუმეორე შეკითხვა, ამასობაში სხვებმა სპარსულად უთარგმნეს, თუ რასაც ვეკითხებოდი და მიპასუხა: – ხუციშვილი.
– რამდენი წლის ხართ?
– მე? სამოცდაათის.
– სად ცხოვრობთ?
– ექა, სოფელჩი, მარტყოფჩი.
– გაიხარეთ! დიდხანს იცოცხლეთ! დღეგრძელი იყავით!
– დიდხან ვიცოცხლო? ქე სუმ ხო არ გაგვიშობს ღმერთი, რო დიდხანს ვიცოცხლო? იგრე დიდხანა, რო როგორც მზე იყოს? – და ამ, ადამიანის სიცოცხლის სიმოკლისა და საწუთროს გამკენწლავ, სიტყვებზე მან გულიანად გაიცინა, მერე კი ისევ სერიოზული სახე მიიღო და თქვა: – ქენ (თქვენ) რო გხედავთ-ყე, იგრე გვიხარიან ეხლა, რო გგონავ, რო ეხლა სამოთხეჩი მოვსულიყავით.14650203_1333004333430399_2560985512568926370_n
– ჩვენც ძალიან გვიხარია თქვენთან ყოფნა! ღმერთმა სიხარული არ მოგიშალოთ!
– ღმერთმა ქენაც გაგახაროთ! ქენაც გაგიმწონდესთ-კე! ქენაც გაჰფუვდეთ! ქენაც გამსივდეთ! ჩონ კიდე ქენ ემიითა ექა (თქვენი აქ ყოფნის გამო), ძიიან გვიხარიან!
– ჩვენც ძალიან გვიხაროდა, რომ მოვდიოდით და ვიცოდით, რომ აქ დაგვხვდებოდით!
– ჩონა ენა არ დავივიწყეთ. თითოროლა ჩამოგვერივა (უცხო სიტყები შეგვერია). შეიძლება ქენაც შემეგერივათ-ყე, მაგრამ ჩონთან ხო ჩონი ვალი ქართული არ ამუაგდეთ! სპარსულიც ვიცით, ენგლისურიც ვიცით, არაბულიც ვიცით, ამა (მაგრამ) ქართული ადვილაა ჩონი, ჩონ საუბარი ადვილა ქართულა. 
– მთავარი ის არის, რომ ქართული ენა შეინარჩუნეთ და დღესაც ისევ ქართულ ენაზე საუბრობთ სპარსეთში.
– სუუ, სუუ იგრე ვლაპარაკობთ!
– ოთხასი წელი პატარა დრო არ არის, დიდი დროა ძალიან.
– ეს ენა ჩონ პაპებმა შაინახეს. ჩემი მამ-პაპის სახელები ვიცი…

– …საქართველოსავით ნამაი (კარგი), საქართველოსავით საყორველი, – იცი, საყორველი რასა ნიშნავს? – არავინ არი!
– საქართველოდან რო მოსულან-ყე, იმ გზისთვი, იმ გადმოსასვლელისთვის ვარდისყელი დაურქმევიან. 
– ადიმად რო გაზაფხული შაიქმნის-ყე, შავ-ჩიტებმა (მერცხლები) რო გაზაფხულზე მოვიდიან-ყე, ჩონ აღებმა (უფროსებმა), ჩონ პაპებმა თქვის-ყე: ესები საქართველოდან გადმოფრინებულან, ეს ქართველბმა თუ ნახიან (ალბათ იქაურმა ქართველებმაც ნახესო), მოდი და რამე დაუყაროთ, რო შაჭამონო და იმას მისტიროდიან… ჩონ ყმაწვილები ვიყავი-ყე და, დედისაგან ნასწავლებსა, ემას ვამბობდით:14525122_1751266255124685_5131776307886692180_o
ჩიტო, ჩიტოო,
ჩიტკანკალაო,
სი მაღლა მიხვალ?
სი წერ-წერა? 
შენაა,
ქართველი სასოფლო დაინახეე? 
მოდი, ნდა 
დაგკოცნოო.

ეგრა ვფიქრობდით-ყე, კედელი რით ვერ გავტეხეთ-ყე, რო აქედან გავიდეთ…
სუ სამ ვფიქრობდით, რო საისკე წავიდეთ?
ისევ დედამა თქვის-ყე, რო დაიძინეთ-ღა, სიზმარში შენ საქართველოსა ნახავ! 
დაძინების იმედიღა გვქონდის, რო დავიძინებდთ-ყე და საქართველოსა ვნახავდით!
დიდედამაც ეგრე ქნისღე ხელები (ცისკენ აღაპყრობდა) და თქვის:
თათელა, თათელა,
მოდი, მოდიი,
ჩემ ყმაწვილთათვი მოდიი,
ღამე გათენდების, სადილობა მოდიი,
თან ქარქრომა მოიდეს,
ნისლები წაიღოს,
გათენდეს და 
საქართველო დავინახოოოთ!..
– შაჰ-აბასს აქეთა, სუ რეზა შაჰამდე, საფლავში ცეცხლი ენთოსთ, რო ჩონ ა ექ დაგვყარეს!.. ჩონ ოთხასი წელი ვერა ვნახეთ საქართველო!.. 
– თუ ერთხელ აქეთყე ქართველმა ჩამოვიდის, მალვით აენგე (ეგრე) დაახვივის და მოიდის. ადრე, ას წელს უკან, ერთი მოსულა მალვითა (გულისხმობს ლადო აღნიაშვილს – მ.ღ.), ოღონდ ეგეთი არ ყოფილა, რო მოვიდეს და თქოს, რო: მითვე გადვიყვანე-ყე ხალხსა, მითვე გადმოხოლთ-ყე საქართველოჩიაო!..562783_406771432720365_1538042675_n.
– სუ სიზმორჩი (სიზმარში) ქართველი ვნახე (ქართველს ვნახულობდი)… იიგრე გვიიყორდა რო ეს ქართვლები, რო ვიტყოდით: სად არიან? როდი უნდა ვნახოთ-კე?
– ეხლა? ვიტირე, ამან რო თქო, ჩემმა ბიჭმა, რო შაჰრამანთას არიანო… მე ვიტირე, რო როგორები არიან? რო წავალ, რასა ვნახავ? ქენა გნახეთ და!… – აქ ბატონ მაჰამადას თვალებზე ცრემლი მოადგა და გაჩერდა, გაჩუმდა“… 
 წიგნად ხომ არ აპირებთ ამ ჩანაწერების გამოცემას?
– ვნახოთ. ჯერ დასრულდეს ამ დღიურების წერა-გამოქვეყნება.
ამ ექვსიოდე თვის წინ თურქეთში, სტამბოლშიც ვიყავი მიწვეული იქაური დედა ენის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ხელოვანებთან. ვიმოგზაურე იზმითში, შევხვდი იქაურ ქართველებსაც და ჩემი თურქული შთაბეჭდილებებიც ასევე დღიურებად ვაქციე.
ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ ამისი ფინანსური საშუალება გამოჩნნდება საიდანმე, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ ჩემი ორივე მოგზაურობის შთაბეჭდილებები ერთ წიგნში გაერთიანდეს და ისე გამოიცეს.
–  მაქვს საკუთარი ცხოვრების წესი, როგორც მივლია, იმავ გზით ვივლი“! – ამბობთ ერთ ლექსი.14915730_1346961612034671_4115418288493056926_n
– ეტყობა, მეც თავისებურად ხორკლიანი ხასიათის კაცი ვარ. ალბათ, გარკვეულწილად ჯიუტი ბუნებისაც. ძალიან მიჭირს საკუთარი ინდივიდუალური, პიროვნული მრწამსის, ერთხელ უკვე ჩამოყალიბებული პრინციპებისა და მსოფლმხედველობის დროისა და ჟამის შესაფერისად ცვლა. არ შემიძლია პირფერობა, მძულს მლიქვნელობა. ეს შეიძლება მე ვამბობ ასე უხეშად, თორემ ამ თვისებებით ლავირებას სხვანაირად, უფრო დახვეწილად დიპლომატიურობასაც, ეტიკეტის დაცვასაც ეძახიან. მოკლედ, ბარულად, ქალაქურად საბოლოოდ მაინც ვერ გავითალე. ამიტომ ვცხოვრობ და შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი ისე, როგორც მე მესმის, ცალკე, გარიყულად, საკუთარ პიროვნულ და შემოქმედებით „მე“-სთან შეკედლებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, თითქოს სალიტერატურო-სამწერლო, კულტურულ პროცესებს გავურბოდე, ხელოვნურ იზოლციაში ვაქცევდე თავს. ალბათ, თქვენც და ბევრმა სხვამაც ნათლად უწყის, რომ არაერთ სამწერლო-ლიტერატურულ პროექტს ვახორციელებ და ყოველთვის ვცდილობ, თუკი რამ ახალი ხდება ჩვენს მწერლობაში, ყველაფრის საქმის კურსში ვიყო.
დედა
– ჩემმა მკითხველებმა კარგად უწყიან, რომ დედაზე ძალიან ბევრს ვწერ. ცხადია, დედა ყველას უყვარს და მეც ასე ვარ, მაგრამ ჩემთვის ის მხოლოდ მშობელი და გამზრდელი არ არის. ჩემთვის დედაჩემი, ამავე დროს, ერთგვარად შემოქმედებით იმპულსიცაა, წყაროა, საიდანაც მწერლობისათვის ყოველდღიურად სასიცოცხლო ელექსირს ვიღებ.419113_298134036917439_1501651475_n
ოჯახი…
– მყავს მეუღლე, ბელა ქისტაური და ორი შვილი. შვილები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ანა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, მესამე კურსზე, ხოლო გიორგი, მეორე კურსზე – შსს აკადემიაში.
სამწუხაროდ, ამჟამად, ორივე ცოლ-ქმარი უმუშევარი ვართ და ვცდილობთ ცხოვრების სახსარი, ძირითადად, სოფლიდან მივიღოთ, რაც, რა თქმა უნდა, მიზერია იმასთან შედარებით, დღეს რომ ნებისმიერ ოჯახს სჭირდება დედაქალაქში საარსებოდ.
 პანკისის ხეობის საპატიო სტუმარი, – რას ნინავს ეს ჯილდო თქვენთვის?
– პანკისში ცხოვრობენ ქისტები, იგივე ჩეჩნები, იგივე ვაინახები. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ჩემი შემოქმედების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი სწორედ ქართულ-კავკასიურ თემებს ეძღვნება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბევრი მაქვს დაწერილი, ჩეჩნებზეც ანუ აქაურ ქისტებზე. მათ მე მივუძღვენი პოემა „იჩქერია“, არაერთი ლირიკული ლექსი და პუბლიცისტური წერილი. ალბათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, პანკისელ უხუცესთა გადაწვეტილებით, ოფიციალურად მომენიჭა პანკისის ხეობის საპატიო სტუმრის სტატუსი, რისაც მე დიდად მადლობელი ვარ და კიდევ ერთხელ ვუცხადებ ჩემს პანკისელ ძმებსა და დებს ერთგულებასა და სიყვარულს და ვპირდები, რომ ჩემი კალამი არასოდეს დაიღლება ამ უძვირფასესი ურთიერთობების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ წერისაგან.

                                                                                                               ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები